,,როცა ბედი ლიმონს გარგუნებთ, შეეცადეთ, მისგან ლიმონათი გააკეთოთ!!!"

Sunday, July 22, 2018

როცა სიტყვა უძლურია...

გოდერძი ჩოხელი,სიყვარულის შესახებ:
,,ნამდვილი სიყვარულისთვის ყოველთვის ღირს ბრძოლა და არავინ არ თქვას, რომ სიყვარული ომი არაა. ომია, სადაც დაჭრილიც კი უნდა წამოდგე, გულმოკლულმა ტკივილს უნდა გაუძლო.
ნამდვილი სიყვარული განშორებასაც უძლებს და ყოველდღიურ სიახლოვესაც. ნამდვილ სიყვარულს ბევრი მტერი ჰყავს და არავინ, თითქმის არავინ ახლობელი. ის იმდენად იშვიათია, რომ ხშირად მისი აღქმაც კი გვიჭირს.
დღეს, რომ რაღაც გართობას სიყვარულს ეძახით , ბინძური თამაშია.
სიყვარული კი წმინდაა,ისევე როგორც უფალი. სათუთია , როგორც თხელი შუშა. თბილია, როგორც მზე და ნათელი როგორც ლურჯი ცა. ცეცხლივით გიზგიზებს ჩვენს გულებში! უნდა შეიყვარო ადამიანის სული, ისე რომ მის სხეულსაც არ იყო ჯერ შეხებული, რადგან იმაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს ეხებოდე იმ სხეულს , რომლის სულიც სიგიჟემდე გიყვარს. ეს იმდენად იშვიათიაა , რომ ვიცი ბევრი ვერ გაუგებს. ბევრი ოცნებობს მის პოვნაზე და ათასიდან ერთი პოულობს მას.»

Monday, October 23, 2017

ემოცია

 მე  ვწერ, შენ წერ, ის წერს, თქვენ წე...  - სიტყვა გაუწყდა პატარა ნიკოს, როცა მასწავლებელმა სახაზავი ხელზე დაარტყა მის მოლაპარაკე კლასელს.
   ნიკოს  სხეულში ამ დროს რაღაც გაუსაძლისმა ტკივილმა დაიდო ბინა, მაგრამ ამ გრძნობას სახელი ვერ დაარქვა. 
   დაირეკა ზარი, გარეთ გამოვარდა.  ეზოში პატარა გოგონა დარბოდა, უცბად მას პატარა ბიჭი დაეჯახა და ორივე წაიქცა. ბიჭის  დედა მოვიდა და უდანაშაულო გოგონას ჩხუბი დაუწყო. ნიკო პატარას გამოესარჩლა.  გზად მიმავალი კი ფიქრობდა, თუ რა ტყუილად გაილანძღა ეს პატარა გოგო. ფიქრში გართულს  კვლავ ის გამოუცნობი გრძნობა დაეუფლა.

   ქუჩაში პატარა  ხელგამოწვდილი იდგა და მოწყალებას ითხოვდა. ნიკოს დედას მიცემული ლარი ჰქონდა და ის აჩუქა თანატოლს.  ამ დროს ნიკომ დაინახა გზის გადაღმა მიმავალი 7,წლის გოგონა, რომელსაც ხელში 1000$-იანი ტელეფონი ეჭირა და დედას ძვირადღირებულ გასართობ ცენტრში სთხოვდა წაყვანას.  ნიკოს სხეულში თანდათან ღვივდებოდა  პროტესტის გრძნობა. 
     ბიჭი სახლს მიუახლოვდა, სახლში შევიდა. ხედავს დედა საწოლზე ზის და ტირის. პატარას არ გაკვირვებია, რადგან დედა ხშირად ტიროდა. ნიკოს მამა სახლში დაღლილი მოსულა, გზაში ვიღაცას გაებრაზებინა და ბრაზი დედაზე უყრია. უდანაშაულო ქალისთვის შეურაცხყოფა მიუყენებია და მიწასთან გაუსწოებია.   ნიკოს გრძნობამ ახლა პიკს მიაღწია, გამოვარდა სახლიდან. გარბოდა ბიჭი.... გარბოდა, მაგრამ არ იცოდა, სად მიდიოდა... ბოლოს კლდეებს შორის ამოყო თავი. მარტოდ დარჩენილმა ხმამაღლა იღრიალა და კლდეეებმაც მასთან ერთად დაიწყეს ქუხილი, ისინიც ღრიალებდნენ ნიკოსთან ერთად.   ნიკო ნელ-ნელა მიჩუმდა, ძალა გამოელია და ბალახზე დაეცა. შემოღამდა,ნიკო კი არ ინძრეოდა და ცას შეჰყურებდა. მალე მიხვდა, რომ ეს გრძნობა კიდევ არსებობდა მასში და იმასაც მიხვდა, რომ ამ ტკივილს ვერასდროს დაივიწყებდა.
 
მაინც რა იყო ეს გრძნობა? 
    ეს იყო მისი გონებისა და სხეულის პროტესტი  უთანასწორობის, უუფლებობის, უსამართლობის მიმართ.  
    ნიკო პატარაა და ჯერ არ იცის თანასწორობის მნიშვნელობა, მაგრამ ის ამას  გრძნობს.

Friday, June 30, 2017

,,და იგიმ თქვა:"

,,და იგიმ თქვა:

- რაღაცა ყველაფერშია. ყველაფერი რაღაცაა. - უცებ თავში სიტყვები მოზღვავდნენ და იგის უკითხავად წამოვიდნენ. - ქვეყანა ზეცაა, მაგრამ ქვეყნის სახე აქვს, ფოთოლი ხეა, მაგრამ ფოთლის სახე აქვს, ღამის სიბნელე ცის თვალია, მაგრამ სიბნელის სახე აქვს, ყველაფერი რაღაცაა; და როცა იგი რაღაცას ხედავს, მაშინ იგიც ყველაფერია. იგი ზღვაცაა და ცაც, ნადირიც და მონადირეც. იგი ყველაფერშია და ყველაფერი იგიშია... იგი..." ჯემალ ქარჩხაძე (,,იგი")

Tuesday, June 6, 2017

  ისევ მომინდა წერა, კიდევ მინდა გიამბოთ ბერი ახალი ისტორია, კიდევ მინდა გაგიმხილოთ ჩემი აზრები და კვლავ მსურს შევიტყო თქვენი დამოკიდებულება ჩემი შეხედულებების მიმართ.
   დღეს ერთი შეხედვით გაცრეცილ თემაზე,ადამიანების დამოკილებულება ერთმანეთის მიმართ, მინდა ვისაუბრო. რომ არ მოგატყუოთ მე ვცხოვრობ ისეთ გარემოში, სადაც აზრი არ აქვს რას აკეთებ, კარგს თუ ცუდს, მაინც ყურადღების ცენტრშ ხარ და მაინც ჭრაობენ შენზე, ჭორაობა შეიძება კარგიც იყოს, მაგრამ  აქ ყოველთვის გკილავენ და ცდილობენ დაგამცირონ, არ აქვს აზრი ვინ ხარ შენ: შვილი, დედა, მამა, ნათესავი, მეგობარი თუ შენი მეზობელი ნაირას მულის მაზლისშვილი.
    უყურებ, უსმენ, აზროვნებ და ხვდები რომ ეს სამყარო იდეალური არაა მხოლოდ იმიტომ რომ თავად არ გვსურს იყოს ის კარგი, თავად არ გვინდა დავინახოთ მასში დადებითი მხარე. გვეშინია სხვისი სიკეთის, სიკარგის და ამიტომ ვცდილობთ არა თუ ჩვენ ავმაღლდეთ და ვიყოთ მისი მსგავსი, არამედ რაღაც უაზრო პრეტენზიებს გამოვთქვამთ მათ მიმართ. ამის შემდეგ მსგავსად ილიასი მიჩნდება კითხვა ,,კაცია ადამიანი?!" და ამ კითხვას უმალვე ვცემ პასუხს: ,,არა". მაშინ ჩნდება ახალი კითხვა : ,,თუ კი არ არის ადამიანი ვინ არის ის?". ამ კითხვაზეც გაგცემთ ასეთ პასუხს: ,,ადამიანის ცნება  ყველასთვის განსხვავებულია, თუმცა ჩემს გონებაში ადამიანი არის არსება რომელსაც გააჩნია უამრავი ღირებული ფასეულობა. ვიხსენებ რომ ადამიანი ღმერთმა თავის მსგავსად და ხატად შექმნა, აი ამის მერე ვამბობ კი მიჩნდება შეხედულება რომ ტერმინები ,,კაცი" და ,,ადამიანი" ჩვენს უმეტესობას არ შეგვეფერება."

Saturday, May 20, 2017

სამი წერტილი

როცა იდიოტიზმი შენი საყაროს ერთადერთი მდგომარეობაა, როცა ხვდები რომ ჯერ კიდევ ვერ აუღე ალღო ამ ქვეყანას, მაშინვე გიჩნდება პროტესტის გრძნობა. პროტესტი შენი მიზნების, აზრების, ოცნებებისადმი.
მიდიხარ გზაში და გაინტერესეს თუ ვინ ხარ? რატომ ხარ? რატომ იღლები და რატომ არ შეგიძლია არაფერზე ინაღვნო, მაგრამ მაშინვე ადამიანური ინსტიქტი იღვიძებს და ფიქრობ, ალბათ იმიტომ რომ ვიღაცის ცხოვრება უკეთესობისკე შეცვალო, ვიღაც ან საკუთარი თავი გაახარო, მაგრამ მაშინ როდესაც უყურებ როგორი რუტინულია ეს ცხოვრება, როგორ ვკარგავთ ადამიანურ თვისებებს და  ნელ-ნელა როგორ იწერება წითელ წიგნში თეთრ ფურცელზე შავი ასოებით  გადაშენების პირას მყოფ ცხოველთა შორის სახელი ,,ადამიანი".
ყველაფერზე მეტად რატომაც ვერ ვპოულობ ჯერ-ჯერობით ადგილს ადამიანთა შორის არის ის რომ ჰერ კიდევ ვერ ვხვდები რომელ ფასეულობებს სცემენ ისინი პატივს, მგონია რომ ყველას დაავიწყდა ისეთი ქმედება და გრძნობა როგორიცაა სიყვარული, ალერსი, სითბო, მეგობრობა, ერთგულება, მხიარულება და ა.შ.
მე შეიძლება დღეს არ ვიცი ვინ ვიქნები მომავალში, მაგრამ შევეცდები ვიყო ადამიანი, ვიცი ეს ამ სამყაროში რთული იქნება მაგრამ მაინც შევეცდები. აქ ხომ ჩურჩულიც მოდაშია და რა ვიცი იქნებ ჩემი ,,ჩურჩულიც" ვინმემ მოდად გაიხადოს.  

Saturday, February 25, 2017

ვიცი ისევ უსწრებ დროს...

რა გითხრა, რით დაგაწყნარო არ ვიცი... ყოველი გადადგმული ნაბიჯი სწორი იყო, მაგრამ ეტყობა ეგ სისწორეც  პროცენტულად განსხვავებულია  და შენც ეგ პროცენტულობა ვერ გაითვალისწინე...
   ,,რა გითხრა რით გაგახარო"?!  გეტყვი, რომ ხარ ყველაზე კარგი , ლამაზი და საყვარელი არსება მთელს მსოფლიოში, მაგრამ, შენ შენი აზროვნებით ყოველთვის უსწრებ დროს.ალბათ ამიტომაც გამოგდის ყველაფერი დაგვიანებით... რა ვქნათ რომ აქ მხოლოდ უცხოების ნააზრევს სცემენ პატივს და ჩვენ ისე ვრჩებით. უიმედოდ. უარაფროდ. სხვისი გამოგონების იმედად...
შენ კი ვიცი რომ ყოველთვის გაუსწრებ დროს და ამ წერილის წაკითხვას ვერც კი მოასწრებ რომ უკვე მომავალ წელში იქნები ჩაფლული...

Tuesday, January 17, 2017

საოცარი ახალი სამყარო...

,,მე არ მინდა კომფორტი, მე მინდა ღმერთი, პოეზია, მინდა ნამდვილი საფრთხე, მინდა თავისუფლება, მინდა სიკეთე. მე ცოდვა მინდა. - გამოდის, ითხოვთ თქვენს უფლებას, იყოთ უბედური. - დიახ, ვითხოვ, - გამომწვევად განაცხადა ველურმა, - მე ვითხოვ ჩემს უფლებას, ვიყო უბედური. - გარდა ამისა, თქვენ ითხოვთ უფლებას, იყოთ ბებერი, მახინჯი და უძლური; უფლებას გქონდეთ სიფილისი და კიბო; იყოთ მშიერი, გესეოდეთ ტილები, ცხოვრობდეთ მუდმივ შიშში ხვალინდელი დღის გამო, გქონდეთ ტიფი, იტანჯებოდეთ ყოველგვარი ენით აუწერელი ტკივილით. - ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოწვა.- ეს ჩემი უფლებებია და მე მათ მოვითხოვ, - თქვა ბოლოს ველურმა. მუსტაფა მონდმა მხრები აიჩეჩა. - ნება თქვენია.".  ოლდოს ჰაქსლი.   

Sunday, August 28, 2016

გზა

   შენ მიდიხარ! სად? არ იცი? რატომ? რისთვის ტოვებ ოჯახს? რატომ ივიწყებ შვილებს? რისთვის  აქვითინებ შენს ცოლს...
    გაიხსენე წარსული... ეს ის დროა როცა შენს განვლილ ცხოვრებას უნდა გადახედო, სწორი გადაწყვეტილების მისაღებად...
     დაგავიწყდა როგორ გაიცანი შენი  მეგობარი, შეყვარებული და მომავალში უკვე ერთგული ცოლი, რომლის მარტო დატოვების გეგმაც გიტრიალებს თავში?
      შენ ეტყობა დაგავიწყდა თუ როგორ გენატრებოდა მამა რომელიც არ გყავდა, როგორ გინდოდა შენთან ყოფილიყო და არ იყო, რადგან ის დედაშენის დაცვას შეეწირა... დაგავიწყდა ყველაფერი კარგი... ალბათ გგონია რომ შენს შვილებს ისე ეყვარები შენი წასვლის შემდეგ როგორც შენ გიყვარდა მამა მისი სამუდამოდ წასვლის შემდეგ?! ცდები! ცდები! ... ისინი შენ სამუდამოდ დაგმარხავენ თავიანთ პატარა გულებში, რადგან შენ მათ დედას აწყენინე, გული მცირე ხნით გაუყინე, ბევრი ცრემლი დააღვრევინე და უდიდეს გაჭირვებაში ჩააგდე.   
  შენ არც კი ფიქრობ მათთან დამშვიდობებას და საინტერესოა რატომ? ჰო, საინტერესოა  რატომ გაფლანგე 5 წელი იმისთვის რომ შენი შექმნილი შენვე  დაგენგრია...
    რატომ დაუნგრიე ცხოვრება 5 წლის წინ პატარა გოგონას რომელიც შენზე უზომოდ იყო შეყვარებული? რატომ მაშინვე არ დაფიქრდი შენს საქციელზე?  ახლა იტყვი მაშინ პატარა ვიყავი 16 წლისო, ის მხოლოდ გატაცება იყოო... მაგრამ ეს მარტო შენი შეცდომაც არ იყო,  ამ ამბავს შენი მშობლებიც ბედნიერები შეხვდნენ, არა და რა უაზრო იყო ეს ყველაფერი...
  ეტყობა  უაზრო სპექტაკლი მალევე დამთავრდება, შენ ისევ თავისუფალი იქნები,  შენი მეორე ნახევარიც როგორმე გაიგნებს გზას ამ ცხოვრებაში, მაგრამ შენი შვილები სამუდამოდ დამარხავენ გულში ტკენას რომელიც შენ მათი მიტოვებით  გამოიწვიე... რაც არ უნდა აჩუქო, მათთვის მაინც უმთავრესი მშობლების ერთად ყოფნა იქნება, მაგრამ შენ ამას ვეღარ შეძლებ! შენ ახლა ნამდვილი სიყვარული იპოვე და მას ვერ მიატოვებ, ის ძველი გატაცება კი მოგონებას მიეცემა...
     აი ესაა შენი მომავალი... შენი გზა დიდია ბევრი გასაყრით... იმედია სწორ არჩევანს გააკეთებ...
     
  

წარსული...

რას დასტირი?! წარსულს? შეცდომას? ბედნიერებას? სითბოს? სიხარულს?  რა სჭირს შენი დასატირი?! ვერ ხვდები რომ ამ საშინელ სამყაროში ტირილის და ვაების დრო არაა?! ვერა ვერ ხვდები! შენ გგონია რომ მისი ყოველწამიერი მოგონებით ბედნიერი გახდები?! ცდები! ცდები! დიახ, შენ ცდები და იცი რატომ?! იმიტომ რომ გეშინია, ხო გეშინია რომ სხვები შენზე ბედნიერები იქნებიან და არ გინდა ეს დაინახო?!... არ გინდა რომ სხვის ბედნიერ სახეს შეხედო... და მაინც კითხვა ერთია: ,,რატომ?"
  მეშინია ხალხის გაკითხვის, ეს ხომ ჩემი საქმე არაა, მაგრამ მაინც არ ვიცი რატომ მაგრამ გეტყვი, რომ შენ ხარ ეგოიზმით სავსე, არ იცი  ალბათ სიკეთის ფასი, ყოველთვის ბედნიერებას ფულში ეძებ, დიახ, ფულში, ამ საშინელებაში, მე კი ბედნიერებას ადამიანურ გრძნობებში ვეძებ და ვერ ვხვდები შენს მისწრაფებას, მინდა ვიყო ბედნიერი ჩემს ოჯახთან ერთად ცოტა ფულით და დიდი სიყვარულით და გთხოვ ხელს ნუ შემიშლი... არავის სჭირდება ფული მაშინ როდესაც არავინაა ბედნიერი... მე არ მჭირდება ბედნიერი წარსული იმისთვის რომ ბედნიერი მომავალი შევიქმნა და მე აუცილებლად შევქმნი უდიდეს მომავალს უდიდესი ბედნიერებით... და ყოველთვის როდესაც წარსულს გავიხსენებ არ ,,ვიწუწუნებ" თუ რა კარგი იყო ის დრო რადგან ყოველთვის შევეცდები მომავალი დღე უკეთესი იყოს მასზე... შეეცადე შენც  ისევე როგორც... მე რა იცი იქნებ ყველას გამოგვდის ამ სამყაროს გალამაზება (პ.ს. ჩვენი ახლობლების გარშემო მაინც)...

Monday, July 11, 2016

რატომ?!

-,,რატომ?"  - აი, ზუსტად ეს სიტყვა მომესმა მაშინ როდესაც ჩემს გვერდით პატარა, მწვანეთვალება ბებომ ჩამიარა. გამიკვირდა როდესაც დავინახე რომ ის მარტო მიდიოდა, მეგონა ვინმეს ელაპარაკებოდა, მაგრამ, არა, აღმოჩნდა რომ მას არავინ ყავდა, ცხოვრობდა მარტო, ერთ პატარა, მიყრუებულ ქუჩაზე, იქ სადაც არავინ არასდროს მოიფიქრებს გაისეირნოს მაინც, არა თუ დასახლდეს.
    მე მას დავედევნე და გამოველაპარაკე, თავიდანვე შევატყვე რომ რაღაც აღელვებდა, ვკითხე თუ რა აწუხებდა, მან კი კვლავ ერთი სიტყვით მკითხა: - რატომ?!;
მე ვერ ჩავწვდი ამ კითხვის აზრს და კიდევ ერთხელ ვთხოვე უფრო კონკრეტულად ეკითხა ჩემთვის ის, რაც ასე ძალიან აწუხებდა. მან კი მთხოვა მომესმინა და დაიწყო: - ნეტავ რატომ შეიცვალა ეს ხალხი ასე ძალიან?... რატომ აღარ ამბობენ გამარჯობას?.... რატომ აღარ უხარიათ ერთმანეთის დანახვა.... რატომ არ სცემენ ერთმანეთს პატივს?... რატომ აღარ უყვართ ისე, როგორც ჩვენ გვიყვარდა?... რატომ დაივიწყეს ყველა ადამიანური გრძნობა და ემოცია?... რატომ არ ფიქრობენ მომავალზე?... რატომ აქვთ სახე გაქვავებული?... რატომ მგონია რომ ყველა რობოტად გადაიქცა?... რატომ აღარ მინდა ცხოვრება დედამიწაზე, იმ ადგილას, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა?...  ;. მე კი არ მოველოდი ასეთ კითხვებს და გაოგნებული ვუყურებდი შავგვრემან მწვანეთვალება ულამაზეს ბებიას, რომლის თვალებიდანაც უამრავი სითბო გამოსჭვიოდა.
  მოხუცმა როდესაც დაინახა როგორი დიდი ემოცია გამოიწვია ჩემში მისმა სიტყვებმა, მომიბრუნდა და მითხრა: არც შენ ყოფილხარ რობოტი, შენც ჩემსავით გყვარებია  სამყარო... შეეცადე შეცვალო ის ისე რომ ადამიანებს ადამიანობა გაახსენო,  მე ეს ვერ მოვასწარი რადგან გვიან მივხვდი მის რაობას, დედამიწაზე უმთავრესი სიყვარული, სიკეთის თესვა და ადამიანებს შორის ურთიერთგაგებაა, აი ზუსტად ის ფასეულობები რასაც ადამიანები ვკარგავთ.... შეეცადე შეინარჩუნო ეს ყველაფერი ... ; მითხრა და გაბრუნდა, წავიდა და ამის შემდეგ არსად მინახავს.
      ყოველ დილით მახსენდება ეს ბებია და მისი სიტყვები... ვცდილობ შევცვალო ეს ჩვენი დედამიწა, ამიტომაც ვეძებ პასუხებს კითხვებზე რომლებიც კეთილმა ბებომ დამისვა...💗💗💗💞💞💞. მე მჯერა რომ სამყაროს უკეთესს გავხდი💖💖💖💖💗💗💞💞💞💞💗💗💞💞💗💗

Friday, May 20, 2016

,,ზმანით" ადამიანს ვერ გაიცნობ.

   გამარჯობა. ამას წინათ ბავშვებთან ერთად მოვდიოდი, გზაში ლამაზი გოგო დავინახეთ, ერთ ერთ ჩვენგანს მისი კაბა მოეწონა, მეორემ კი თქვა ნეტა ეგ რა არის X-ში(მაღაზიის სახელს არ დავასახელებ) ნაყიდი ,,პლარწიაო".
   მე გამიკვირდა და მაშინვე  შევეკითხე, ქონდა თუ არა მისთვის მნიშვნელობა ადამიანი როგორ ტანსაცმელს ატარებდა და მან მიპასუხა რომ ადამიანმა ტანსაცმელი აუცილებლად უნდა იყიდოს პრესტიჟულ მაღაზიაში, ისე თურმე ადამიანი ნორმალური არ ყოფილა.
   ამ დროს ერთი ამბავი გამახსენდა:
 ერთხელ ღარიბულად ჩაცმული ცოლ-ქმარი მივიდა ჰარვარდის უნივერსიტეტში და დირექტორთან შეხვედრა მოითხოვეს. მათ დიდი უარი განუცხადეს და უთხრეს რომ მათთვის დირექტორი ვერ მოიცლიდა. თუმცა ისინი არ წავიდნენ და დირექტორს მაინც ელოდებოდნენ. ლოდინმა შედეგი გამოიღო და დირექტორთან შევიდნენ. დირექტორი დამცინავად უყურებდა ორ ,,პროვინციელ" პიროვნებას, კითხა თუ რა აწუხებდათ. უთხრეს რომ მათი შვილი აქ სწავლობდა, შარშან გარდაიცვალა და უნდოდათ მის სახელზე რაღაც გაეკეთებინათ უნივერსიტეტში, მათ თქვეს რომ ერთი კორპუსის დამატება სურდათ.
 დირექტორს ჩაეცინა და კითხა, თუ იცოდნენ რა დაუჯდებოდათ ეს, ,, ეს 15 მილიონი დოლარი დაგიჯდებათ ქალბატონოო"- უთხრა და ირონიულად გადახედა.  ქალს  გაუკვირდა: ,,უი, თუ ასე იაფი ჯდება მოდი მაშინ ახალი უნივერსიტეტი დავაარსოთო." წავიდნენ და თავიანთი შვილის სახელზე  ,,სტენდფორდის უნივერსიტეტი" დააარსეს. უნივერსიტეტი, რომელიც ერთ-ერთი წამყვანია მთელს მსოფლიოში.

    დიახ, ზუსტადაც რომ, ადამიანი შეიძლება არ იყოს მდიდრულად ჩაცმული, მაგრამ ფლობდეს დიდ ქონებას, ქონებას როგორც მატერიალურს ისე ,,ადამიანურს".
  ადამიანი არ უნდა განვსაჯოთ ჩაცმულობით! 
  ჩვენ ყოველთვის მათ სულებში უნდა ჩავიხედოთ და არა ჯიბეებში !!!

Sunday, May 8, 2016

აისრულე ოცნება, მიბაძე პეპის, არავის მისცე საშუალება შენი ოცნების ასრულებაში ხელი შეგიშალოს.

"პეპი ბავშვებს ბაღში დახვდა. ძველი, დაჟანგული წურწურათი შემოდგომის უკანასკნელ
მიმჭკნარ ყვავილებს რწყავდა. იმ დილით წვიმა ცრიდა, ამიტომ ტომის გაუკვირდა: წვიმაში ყვავილებს ვინ რწყავსო!
-შენ რა გენაღვლება, -გაუწყრა პეპი. მე იქნებ მთელი ღამე არ მეძინა იმის ოცნებაში, როგორ მოვრწყავდი დილით ყვავილებს. ხომ არ გგონია ამ ქეციანი წვიმისთვის ჩემს ოცნებას არ ავისრულებ?არა!ეს არ მოხდება!!!" - ასტრიდ ლინდგრენი: "პეპი გრძელი წინდა"

     

Tuesday, May 3, 2016

მე და ჩემი თავისუფალი სიტყვა

 გამარჯობა! მე ვარ ერთ ერთ იმ ადამიანთაგანი, რომელიც ცდილობს აქტიურად განიხილოს ჩვენი ყოველდღიურობა, აქედან გამომდინარე, ალბათ შეიძლება თავი დამწყებ ჟურნალისტადაც მივიჩნიო.
   ჩვენ ყოველ დღე ვხვდებით ადამიანებს, რომელთაც განსხვავებული აზრი გააჩნიათ (ხან სწორი, ხანაც არასწორი), ჩვენ შეძილება მათ არ ვეთანხმებოდეთ და ამიტომ შეურაცხყოფაც კი მივაყენოთ. გავიხსენოთ ორი მარტივი ნაწარმოები, რომლებიც ,,ბრბოს ფსიქოლოგიას" ეხება : ,,ეშმაკის ქვა" და ,,ნატვრის ხე", აქ, ორივეგან ადამიანები ერთმანეთს დაუფიქრებლად სჯიდნენ, ყოველგვარი შეკითხვების გარეშე,ადამიანი რომლებსაც არ სურდა განესაჯა დამნაშავე, ბრბოს მსხვერპლი ხდებოდა და ისიც ,,მოსამართლე" ხდებოდა. მსგავსი შემთხვევები დღესაც ხდება  საქართველოში და ,,განსასჯელის" ადგილს ხშირად ჟურნალისტები იკავებენ, იმისდა გამო რომ ისინი ამბობენ სიმართლეს, ისეთ სიმართლეს რომელიც არ მოსწონს  რომელიმე გავლენიან პიროვნებას ან მის უახლოეს ადამიანს. მაგრამ მათ ავიწყდებათ თუ რა წერია საქართველოს კონსტიტუციაში: ,,ყველა ადამიანს აქვს უფლება  მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, ასევე თავისი მოსაზრება ზეპირი, წერილობითი და სხვა ფორმით. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია".
       დღეს 3 მაისია, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა. ჩვენ ყველანი თავისუფლები ვართ, მათ შორის პრესის წარმომადგენლებიც.
       იმედია მალე საქართველოში პრესის თავისუფლების დონე არა თუ 64-ე ადგილას  იქნება(180 ქვეყნიდან), არამედ პირველი იქნება მსოფლიოს ქვეყნებს შორის,რადგან დემოკრატიის საძირკველი ზუსტადაც რომ თავისუფალი პრესაა.



Friday, April 29, 2016

სუიციდი

     
                                                                                                             ნახვამდის! 
       ნახვამდის! კარგად დეე... მიყვარხარ უზომოდ, მაგრამ რაღაც საშინელება უნდა გავაკეთო... ნახვამდის <3 აღარ მინდა აქ ყოფნა... მივდივარ... მიყვარხართ ყველა უზომოდ <3 მიზეზი რატომაც გტოვებთ არ არსებობს, უბრალოდ ასე მინდა, მე ხო იცი აზრს ვერავინ და ვერაფერი შემაცვლევინებს. - დაწერა მარიანამ პატარა ლამაზ ფურცელზე და წავიდა... წავიდა... მორჩა... ნახტომი... წყალი... მტკვრის ნაპირი... გულგახეთქილი დედა... 
    გოგონას სული ზევიდან ხედავდა საკუთარ სხეულს, ხედავდა თუ რა დიდი ტკივილი მიაყენა მშობლებს, ახლობლებს, მეგობრებს, უცნობებს...  დედა, რომელსაც ამ ქვეყნად არაფერი აღარ ახსოვდა საკუთარი, ერთადერთი ქალიშვილის გარდა გათეთრებულიყო და დამხობოდა შვილის ცივ სხეულს, უნდოდა გაეთბო, აშრობდა არ შეცივდესო(იცოდა რომ აზრი არ ქონდა მაგრამ მაინც)... მამა აზრზეც ვერ მოსულიყო, გარეთ გასულიყო, კედელზე მიყრდნობილს  ჯერ კიდევ ვერ წარმოედგინა რა მოხდა... მისი ოცნება, ყოლოდა წარმატებული გოგონა, რომელსაც ექნებოდა წარმატებული კარიერა, ეყოლებოდა შვილები, რომლებსაც ბებია და პაპა მოუვლიდნენ...გაქრა, გაქრა მათი სიბერის ტკბილი წლებიც...  დედ-მამის გარშემო ყველაფერი გაქრა... გაქრა მომავალი...
  დედა სხვა სამყაროში გადავიდა... ელაპარაკებოდა ჩიტებს, ეუბნებოდა ჩემი გოგონა თქვენთანაა და მოეფერეთო... უთხარით რომ ძალიან მიყვარს და მენატრებაო...
     გოგონას საუკეთესო მეგობარი დიდი ხნის განმავლობაში არავის ელაპარაკებოდა, თავს მიტოვებულად გრძნობდა,  ვერ ხვდებობა რა გაეკეთებინა... მიდიოდა მის საფლავთან და ისევ ისე ეჭორავებოდა...  
      გოგო ნანობდა საკუთარ საქციელს მაგრამ ამას არანაირი აზრი აღარ ჰქონდა... მან უსაყვარლეს ადამიანებს გულში დიდი ტკივილი დაუტოვა, ყოველთვის როდესაც მოხუცი ბებო და პაპა პატარა ბავშვებს ხედავდნენ გული ეკუმშებოდათ და ერთადერთი, პატარა, ლამაზი შვილი ახსენდებოდათ... მარიანა კი ისევ ზევიდან უმზერდა დედ-მამას და ცდილობდა ხელი შეეშალა იმ ადამიანებისთვის ვისაც თავის მოკვლა სურდათ...
   

            ეს ჩვენი ყოველდღიურობაა... მინდა ყველამ დაინახოს რა საშინელებაა მსგავსი ქმედების განხორციელება კი არა გაფიქრებაც კი...
    ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ადამიანები. ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება... 
     მე შენ მჭირდები <3 
   

Tuesday, April 26, 2016

მე გზას ვუთმობ სასწრაფოს ! ! !

                                        
     ერთ დღეს, თბილისის ცენტრალურ უბანში მოხდა ცუდი ფაქტი, პატარა გოგონა საქანელიდან გადმოვარდა და საშინლად დაზიანდა. როდესაც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, გამოძახებისთანავე გამოვიდა სამაშველო  გჯუფი თუმცაღა პატარას გადარჩენა ვერ მოხერხდა, რადგან მასთან დახმარება მალე ვერ მივიდა.
      რატომ? იმიტომ რომ ქალაქში დიდი საცობი იყო და სასწრაფო დახმარებას არავინ უთმობდა გზას. ასეთი არაერთი შემთხვევა ყოფილა, არა მარტო სასწრაფო დახმარებასთან დაკავშირებით, ასევე სახანძრო თუ გადაუდებელ დახმარებსთანაც.
      მინდა რომ ყველა დაფიქრდეს თუ რა ცუდია, როდესაც ხელს უშლი ადამიანს იარსებოს. ჩვენ ყველამ უნდა წარმოვიდგინოთ რომ ეს დახმარება ჩვენთან ან ჩვენს ნათესავთან მიდის და მაშინ ყველანი მოვიქცევით ისე როგორც საჭიროა.    -  ე ს   რ ე ა ლ ო ბ ა ა !



თბილისის ქუჩებში გამონდნენ ავტობუსები,რომელთაც აწერიათ : ,,მე გზას ვუთმობ სასწრაფოს". 
   მოდი ყველამ მივბაძოთ მათ, გზა დავუთმოთ სასწრაფოს და ხელი შევუწყოთ სასწრაფო დახმარებას რომ კიდევ უფრო მეტი სიცოცხლე გადაარჩინოს. <3  ნუ გახდები ,,მკვლელი", გადაარჩინე სიცოცხლე.

Monday, April 25, 2016

ჩვენი ნება თავისუფალია !

"არავისთან არ მქონია ფიზიკური დაპირისპირების მომენტი. 25 წლის განმავლობაში არავის არასოდეს ჩემთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მოუყენებია. დღეს, 23 აპრილს,ავტობუსის გაჩერებასთან სამი პიროვნება დამესხა თავს იმის გამო, თუ რატომ მეკეთა საყურე და დამიწყეს ცემა. ვიღაცეებმა გაგვაშველეს, ვიღაც ბიჭმა პატრული გამოიძახა..."    
    ძალიან გულდასაწყვეტია რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანებს მეტი საქმე არ აქვთ და სხვების საყურეებს დასდევენ. შეიძლება ბევრს არ მოსწონს, როდესაც ბიჭი საყურეს ატარებს( მათ შორის არც მე მომწონს) მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ სხვამ არ უნდა ატაროს.   
  
   ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გავიგეთ რომ არ შეიძლება სხვისი დაჩაგვრა, დისკრიმინაცია, თან ისეთ თემასთან დაკავშირებით, როგორიცაა საყურის ტარება. ჩვენ ვიცით რომ ყველა თავისუფალია და შეუძლია ისე გამოიყურებოდეს როგორც სურს(ნუ რა თქმა უნდა ეთიკური ნორმების გათვალისწინბით).
   გულდასაწყვეტია რომ ახლანდელი თაობის რაღაც ნაწილს ყურადღება არა თუ განათლებაზე არამედ ჩხუბზე და დამცირებაზე აქვს გადატანილი. 
   

Sunday, April 24, 2016

მეც ადამიანი ვარ!!!

 
    გამარჯობა! მე უცნობი ვარ! ხო, მართლა... მართლა... მე არ ვიცი რა მქვია, რა გვარის ვარ... ისე სახელებიდან ნიკუშა მომწონს და რომ გავიზრდები ყველა ნიკუშას დამიძახებს.
      მართალია ჯერ ძალიან პატარა ვარ, მაგრამ ბევრი რამ გამოვიარე... მინდა მენატრებოდეს დედა, მაგრამ არ ვიცი რას ნიშნავს მონატრება. მე ის არასდროს მინახავს.
მინდა მიყვარდეს ვინმე, მაგრამ მაწანწალა მაქსის გარდა არავინ მემეგობრება, ასე რომ მე მხოლოდ ცხოველების სიყვარული ვიცი. მონატრებაც ვიცი ოღონდ ისევ ცხოველების... როდესაც მაქსი მაწანწალა ძაღლების თავშესაფარში წაიყვანეს, იცით როგორ ვიტირე?! ჩემს დამშვიდებას კი მხოლოდ  მტრედები ცდილობდნენ.
     ამბობენ არსებობს ადგილები სადაც ყველაფერი ძალიან ლამაზიაო, იქ არავის შივა და ცივაო, იმასაც ამბობენ რომ ჩემნაირებისთვის ეს არაა. მაგრამ მაინც ვერ ვხვდები რანაირი ვარ. მეც მათსავით მაქვს ორი ყური, ერთი ცხვირი,  ორი ფეხი და ხელი.
      იცი რა?!  ვეღარ ვხვდები კარგია თუ ცუდი ცხოვრება. როდესაც ტაძარში დასაპურებლად მივდივარ მოძღვარი  მეუბნება რომ ცხოვრება კარგია, ის ღმერთმა მაჩუქა და უნდა დავაფასო.   გზაში ერთი კეთილი კაცი შემხვდა და ასე მითხრა, მე მჯერა რომ შენ დიდი კაცი გახდებიო.
    მე მსახიობობაზე ვოცნებობ, მინდა აფიშებზე ვიყო ხოლმე, აი ისე ის კაცი რომაა, რა ქვია? უი, ხო ბრედ პიტი. იცი რატომ მინდა ცნობილი რომ ვიყო? აი, ის გოგო მიყვარს და მინდა ბევრი საჩუქარი ვუყიდო.
      მე 5 წლის ნიკუშა ვარ, მართალია ახლა ღარიბი მაგრამ  მომავალში ცნობილი პიროვნება, რომელიც შეძლებს შეცვალოს მსოფლიო უკეთესობისკენ. მე გპირდებით, რომ შევძლებ და არც ერთ ჩემნაირ მარტოხელას არ დავტოვებ ქუჩაში. 
    დამიჯერეთ, მე სამყაროს შევცვლი! 

 
          იმედი მაქვს რომ ბევრი ფიქრობს ამ ასაკით პატარა, თუმცა ბევრ დიდზე  მეტად ჩამოყალიბებული ბიჭის მსგავსად.  მე მართლა მჯერა რომ ჩვენ ერთად ბევრ რამეს შევცვლით, შევცვლით არა ჩხუბით და აყალმაყალით, არამედ გონებით, აზროვნებით და სწორი გადაწყვეტილებებით, რომლებიც არ იქნება მიკერძოებული  და გათვლილი იქნება თითოეულ მოქალაქეზე. 
   მე მჯერა რომ, უახლოეს მომავალში  არავის აღარ ექნება ოცნებად გადაქცეული ისეთ ადგილას ცხოვრება სადაც არ შეცივდება და არ მოშივდება. 

Friday, April 22, 2016

დედამიწამ სტატუსი გამოაქვეყნა !!!

,,მე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო გეოლორდ ნელსონს, რათა მან 1970 წელს, 22 აპრილს ჩემი დღე დააარსა. დიდი მადლობა გეოლორდ, მე შენით ვამაყობ. რომ არა შენ შეიძლება  დღეს არც კი მოექციათ ჩემთვის ყურადღება. შენ შეძელი ის, რომ დღესდღეისობით წელიწადში ერთხელ მაინც ახსენდებათ თავიანთი დედამიწა და ყოველი მოქალაქე ცდილობს ჩემს გადარჩენას. ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იყო შენი მხრიდან და ვიმედოვნებ რომ მომავალში წელიწადში არა თუ 1 არამედ ყოველი დღე ჩემი იქნება, მე ხომ ეს იმიტომ მინდა რომ ისევე თქვენ გასიამოვნოთ და ჯანსაღად გაცხოვროთ.
                                             დიდი სიყვარულით, დედამიწა."
-  განაცხადა დედამიწამ.
 მართლაც რომ  ჩვენ უნდა დავიცვათ დედამიწა ყოველგვარი ცუდისგან, უნდა შევეცადოთ ნაკლები რაოდენობით გამოვიყენოთ ბუნებრივი რესურსები, აგრეთვე მნიშვნელოვანია  ელექტროენერგიისა და წყლის რაციონალური მოხმარება...
             დავეხმაროთ დედამიწას და მისი ოცნება, რომ ყოველი დღე იყოს მისი გადარჩენის დღე, ავასრულოთ, ჩვენ ხომ ყველას გვინდა ბედნიერ სამყაროში ცხოვრება. <3 
           

Tuesday, April 19, 2016

ინტერვიუ ქალბატონ საქართველოსთან

-გამარჯობა, ქალბატონო საქართველო!
-გამარჯობა.
-შეგიძლიათ  ორიოდე სიტყვ გვითხრათ თქვენ შესახებ?
-რა თქმა უნდა. მე დიდი ხანია დავიბადე, ბევრი რამ ვნახე, ბევრჯერ გავხდი როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური  ძალადობის მსხვერპლი. 
-საინტერესოა, განაგრძეთ თუ შეიძლება.
- მაგრამ მე არასდროს დამიხრია  თავი და არასდროს შევგუებივარ ბედს. ჩემი შვილები, ჩემი უსაყვარლესი ქართლი, კახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო, და ა.შ. შვილიშვილები(თბილისი, ფოთი, ბათუმი...) და ასევე შვილთაშვილები არასდროს არ შეშინებულან და მოძალედეების მხარეს ყოფნა არც კი უნატრიათ.
-თუ შეგიძლიათ, მოგვიყევით  ბოლო დროინდელი სირთულეების შესახებ.
-რა თქმა უნდა. მე ყველაზე დიდი გასაჭირი სსრკ-ს დროს მქონდა, ეს  იყო  უსაშინლესი პერიოდი. არ შემეძლო მელოცა, გამომეთქვა საკთარი აზრი, რაც მთავარია, არ ვიყავი დამოუკიდებელი და თავისუფალი. არ შემეძლო გავცლოდი მის  საზღვრებს. მაგრამ ჩვენ მასაც დავაღწიეთ თავი, არც მას დავმორჩილდი და  დღეს მე ისევ დამოუკიდებელი ქალი ვარ.
-თქვენი დიდი ტკივილი...
-ამაზე საუბარი ძალიან მიჭირს. ჩემი უდიდესი ტკივილი ჩემი მოტაცებული შვილები არიან. მე მათ გარეშე არ ვარ ერთიანი, მე ისინი მჭირდებიან და აუცილებლად დავიბრუნებ. მე, როგორც დედა, არ დავუშვებ ვინმემ ჩემი შვილი მიისაკუთროს.
-ახლა თქვენს ჯანმრთელობაზეც გვესაუბრეთ. 
- ამ ბოლო დროს ძალიან ცუდად ვარ. აღარ შემიძლია სუნთქვა. კანიც გამიფიჭდა, სხეულზე სულ პოლიეთილენის ,,პარკებს" ვხედავ, მათ ვერც ვერაფერს ვუშვები, ისევ ხელოვნურად თუ მომაცილებენ. მესაჭიროება ექიმი(ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა). მე ასე ვერ გავძლებ დიდ ხანს. ორგანიზმს ნელ-ნელა ჟანგბადიც აკლდება(ხეები იჭრება), რაც უკვე გაუსაძლისია, გთხოვთ დამეხმაროთ, მე მჭირდება დახმარება, მე მჭირდება შენი დახმარება, დიახ, შენი! აი, ახლა ამ ინტერვიუს რომ კითხულობ, დამეხმარე  შენც და  შენც! თუ დამეხმარებით გპირდებით დიდი ხანი არ  დავკარგავ სილამაზეს და თქვენს თვალებს  მუდამ გავახარებ. <3
-სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი, ქალბატონო საქართველო.
-ჩემთვისაც სასიამოვნო იყო იმის  მოსმენა, რომ ვიღაცას მაინც აინტერესებს ჩემი ბედი. მე მჯერა, ჩვენ ერთად სასწაულს მოვახდენთ. <3 

   აი, ასეთი იყო საქართველოს პასუხი ჩვენს კითხვებზე. დავუფიქრდეთ მის სიტყვაბს და დავეხმაროთ განვითარებაში. 

Saturday, April 16, 2016

კაი ყმა

 
       გამარჯობა!   დღევანდელობაში ჩნდება კითხვები, რომლებსაც აქვს მრავალაზროვანი პასუხები. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი კითხვაა: ვინ არის კაი ყმა? და არსებობენ თუ არა ისინი დღეს?
       ამ თემასთან დაკავშირებით ჩავატარეთ გამოკითხვა საზოგადოებაში, მათი პასუხები სხვადასხვა  და ამ პასუხებთან მიახლოებული იყო:

  •  სადღა არსებობს შვილო კაი ყმა (ასაკოვანი); 
  • კი როგორ არა არსებობენ, მაგრამ  დღეს კეტებში და ჯინსის შარვლებში არიან გამოწყობილი;
  •  კი. ჩემი შეყვარებულია (თინეჯერი გოგონა)  და ა.შ. 

     ამ თემამ მე და ჩემი მეგობრები დაგვაინტერესა, ამიტომ გადავწყვიტეთ ეს კითხვა დაგვესვა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, ბატონი  გიორგი კეკელიძისთვის.   ვესტუმრეთ მას და ჩვენთვის საინტერესო კითხვებიც დავუსვით.
 
      -გამარჯობა, ბატონო გიორგი.
     -გამარჯობა.
     -გვაინტერესებს თქვენი მოსაზრება კაი ყმასთან დაკავშირებით. თქვენი აზრით, ვინ არის ,,კაი ყმა"?
     -ძველ დროში  კაი ყმის სტერეოტიპი იყო არამყარი, გასაგები მიზეზების გამო, მის მნიშვნელობას ცვლიდა დრო, სახელმწოფოებრივი მოწყობა,   ეკონომიკური თუ  სოციალური ფონი, განწყობები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით როგორც ქვეყნის შიგნით ისე საზღვარს გარეთ. შესაბამისად ნებისმიერი კაი ყმა არის კონკრეტული დროის მოთხოვნილებების ნიშანი. ,,კაი ყმა" ასეთი სახელი ბუნებრივია არ არსებობდა ყველა დროში, ის გვხვდება  XVIII-XIX საუკენეებში.  XVIII-XIX საუკუნის კაი ყმა  იყო უფრო სამოქალაქო ტიპის პიროვნება, ოღონდ ბუნებრივია სამხედრო ელემენტებით.
     XX საუკუნეში უკვე შეიცვალა დამოკიდებულება, ამ დროში კაი ყმად ითვლებოდა ადამიანი, რომელიც ჯანყდებოდა წარსულის წინააღმდეგ და საყრდენებიც ნაკლები ჰქონდა(ვგულისხმობ ტრადიციებს).
     - არსებობს თუ არა კაი ყმა დღეს?
      -რაც შეეხება თანამედროვე კაი ყმას, აქ საქმე რთულადაა, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ საზოგადოებაში სადაც კაი ყმა შეიძლება იყოს ისეთიც, ასეთიც და ისეთიც, როგორსაც გვთავაზობდა ადრეული შუა საუკუნეები. იმ მიზეზის გამო, რომ ძალიან ფრაგმენტულია საზოგადოება.ყველას აქვს თავისი შეხედულება ამ თემასთან დაკავშირებით და კონკრეტული სტერეოტიპი ამ მიმართულებით უკვე აღარ არსებობს.
     -დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის.  <3
 
      ასე რომ როგოც ხედავთ დღეს  ,,კაი ყმის" სტერეოტიპი აღარ არსებობს, ეს დაგვიდასტურა როგორც ბატონმა გიორგიმ, ასევე გამოკითხვის შედეგმა.
    თუმცა ყველას ჰყავს საკუთარი ,,კაი ყმა", რომელიც მისთვის მისაბაძია.

   

Friday, April 15, 2016

გაზაფხულის ცენტრი


      დღეს საქართველოში სიყვარულის დღეა, ყველას აინტერესებს რატომ, მე კი შევეცდები ამის შესახებ მცირე ინფორმაცია მოგაწოდოთ:
    პირველად სიყვარულის დღეს 1994წელს აღინიშნა საქართველოში. მისი ავტორები იყვნენ გიგა მახვილაძე და  ბესო ჩუბინიძე. ბესო ჩუბინიძემ ეს დღე ცოლს მიუძღვნა.
     15 აპრილი გაზაფხულის (სიყვარულის) ცენტრია, აქედან გამომდინარეობს თარიღის მნიშვნელობაც.




1. ქართულად - მე შენ მიყვარხარ
2. მეგრულად - მა სი მიორქ
3. სვანურად - მი სი მალატ
4. აფხაზურად - საბა საბა ბზია ბზოი
5. ოსურად - აზ დაიმა უვარზონ
6. ინგლისურად - აი ლავ იუ
7. გერმანულად - იხ ლიბე დიხ
8. ჰოლანდიურად - იკ ხუიდ ვან იუ
9. ესპანურად - ტე ამო
10. იტალიურად - ტე ამო
11. ლათინურად - ეგო ტუ ამარე
12. პორტუგალიურად - ა მო ტე
13. რუმინულად - ტ’იუბესკ
14. ფრანგულად - ჟე ტემ

Thursday, April 14, 2016

„მტერობა ენის არს მტრობა ქვეყნის“

  გამარჯობა!
 დღეს დილით სკოლაში მივდიოდი, გზაში პატარა ბავშვი დავინახე დედიკოსთან ერთად მოდიოდა, ბედნიერი იყო და ხელში ,,დედაენა" ეჭირა, ძალიან პატარა იყო იმისთვის რომ კითხვა სცოდნოდა, დედა შვილს უხსნიდა: -შვილო, ეს ჩვენი ანბანია, ქართული ანბანი.  დღეს დედაენის დღეა, ამიტომ მინდოდა შენთვის ,,დედაენა" მეჩუქებინა, ის იაკობ გოგებაშვილმა დაწერა და ის  მთელი ცხოვრების განმავლობაში არ დაგავიწყდებაო.
     მესიამოვნა, როდესაც დედის სიტყვებს მოვკარი ყური. ეს მართლაც ასეა, ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება ჩვენი მშობლიური ენა. ნათქვამია, როდესაც ადამიანს ყველაფერი ავიწყდება, მხოლოდ  მშობლიურ ენაზე საუბრობსო.
     გული მწყდება, რადგან ჩვენ ყოველდღიურად ვუშვებთ უამრავ შეცდომას, რომელიც ჩვენს ენაში დიდ ცვლილებებს იწვევს. საქართველოს მოსახლეობის 97% გრამატიკულად არასწორად ვსაუბრობთ. ეს დროებამ მოიტანა, მაშინ როდესაც ყველანი გადართულები ვართ, რაც შეიძლება მეტი ახალი ენა შევისწავლოთ, საკუთარი ენა გვავიწყდება, ლექსიკაში ბარბარიზმები შეგვაქვს და ისე ვხმარობთ მათ რომ აღარც კი ვუკვირდებით მათ მნიშვნელობას.
    ბევრს რომ ჰკითხო  ბარბარიზმები არის  სტოლი, სპიჩკა, გრეჩიხა, სემიჩკა, მაგრამ მათ ბარბარიზმად არ მიაჩნიათ  შეარი, ლაიკი, იდენტური, კრეატიული და სხვა მრავალი. თქვენ წარმოიდგინეთ და ეს სიტყვებიც ბარბარიზმებია, რომლებიც ახლა იკიდებს ფეხს ჩვენს ლექსიკაში, ამიტომ უნდა შევეცადოთ გავწმინდოთ ჩვენი ენა უამრავი  ზედმეტი გადაცდომებისგან.
      ,,...არა!
   სხვისი მისაბაძი
      რა მჭირს,-
       თვარა, -კი."
    ჩვენ გვაქვს ენა, რომელსაც არ სჭირდება სინონიმების ძებნა სხვა ენებში, რადგან აქ წვიმასაც კი 64 სახელი აქვს.
     მსოფლიოში 14 დამწერლობაა, ამ დამწერლობებიდან მეხუთე კი ქართული ენაა, თავისი უძველესი ისტორიით.
          გვიყვარდეს ჩვენი ენა და არასდროს დაგვავიწყდეს ილია ჭავჭავაძის სიტყვები:
,, სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება, ამასაც თუ არ გავუფრთხილდით, რა კაცები ვიქნებით?!"
             დღეს სკოლაში ,,დედაენის დღეს" გამოვეხმაურეთ. სკოლის შემოსასვლელში სიტყვების სწორი და არასწორი მნიშვნელობები გავაკარით. ჩვენს აქციას სკოლის დარაჯიც გამოეხმაურა და მან გვითხრა, რომ  1978 წლის 14 აპრილს ისიც იცავდა ქართულ ენას.
     



Monday, April 11, 2016

რეალური სამყარო

 გამარჯობა!    მე დედამიწის ნაწილი ვარ  და არც თუ ისეთი პატარა რომ მისი აზრი ვერ  გავიგო.   სიმართლე გითხრათ, წელს მივუხვდი ამ ცხოვრების მნიშვნელობას. სხვანაირად დავინახე დედამიწა. ჩემი შეცვლა ერთ წამში მოხდა. წკაპ! და ტვინი გამეხსნა :D ადამიანებს მხოლოდ ქცევებში ვაკვირდები. მაინტერესებს მათი შინაგანი მე და არა მათი სოციალური, ეკონომიკური ან სხვა. წარმომადგენლობა. ამან მიმახვედრა რომ დედამიწაზე ადამიანი ცოტაა. თვისებები რომლებიც ადამიანებს უნდა ჰქონდეთ, თითქოს სადღაც ქრება, იკარგება და ნელ-ნელა მივიწყებას ეძლევა.
   მათ თითქოს არც კი სმენიათ შვიდი მომაკვდინებელი ცოდვის
(1. ამპარტავნება 2. ანგარება 3. სიძვა4. მრისხანება 5. ნაყროვანება 6. შური
 7. სასოწარკვეთილება) შესახებ, ისე ჩადიან საშინელებებს.
     ჩემს გარშემო ყოველ წამს ვეძებ ვიღაც ახალს, რომლისგანაც ვისწავლი თუ როგორ არ უნდა დავკარგო ადამიანური თვისებები, ვიყო თავისუფალი და  ყველასგან დამოუკიდებელი.
   გავდივარ გარეთ და ვხედავ, როგორ ჩაგრავს ქალი კაცს, ან კაცი ქალს, როგორ დასცინის თეთრკანიანი ფერადკანიანს, როგორ ძალადობენ ბავშვებზე, როგორი სიხარულით კლავენ ადამინები ერთმანეთს,ამ ყოველივეს შემდეგ მიჩნდება სურვილი შევცვალო დედამიწა უკეთესობისკენ. მე მინდა ვიცხოვრო უკეთეს სამყაროში, პლანეტაზე,  კონტინენტზე, ქვეყანაში.  და  მინდა მსოფლიოს ვაჩვენო  თუ რა არის იდილია. რომლისკენაც ყველა ვისწრაფვით, მაგრამ ვერ და ვერ მიგვიღწევია, რადგან ის მხოლოდ მაშინ დაისაგდურებს ჩვენში, როცა ,,ადამიანის" გონებაში არ იქნება მთავარი ზიზღი,  დაცინვა, ძალადობა, შეურაცხყოფა...
     მოდი ერთად შევცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ. ვუთხრათ არა ყოველივე ცუდს. <3

   

Saturday, April 9, 2016

სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი! ! !


,, დღეს არის ჩვენი გლოვა და ჩვენი სულის ზეიმი, დღეს არის 9 აპრილის ტკივილი და ჩვენი სულიერი ამაღლება. მრავალგზის უნახავს განსაცდელის დღეები საქართველოს, მრავალგზის შემოსევია მტერი საქართველოს, მრავალჯერ უნოდა გადაეტეხა საქართველო ხერხემალში, მაგრამ ვერ შეძლო. ჩვენი მფარველი იყო და მარად იქნება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა, რომლის წილხვედრი არის ღვთივკურთხეული საქართველო. საქართველო უძლეველია. ნუ იფიქრებს მტერი, რომ დღეს არის საქართველოს ტრაგედია. დღეს არის ჩვენი სულიერი ზეიმი." -ილია II
  
    დიახ, დღეს 9 აპრილია. ეს დღე ჩვენი ტკივილი და ჩვენი სულიერი ამაღლებაა. ამ დღეს შეეწირა 21 სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლი ადამიანი. 
     ამ ადამიანების ისტორიიდან მინდა გამოვყო  პატარა მომიტინგეების თავგანწირვა, რომელთა სიცოცხლეს 9 აპრილს დაესვა წერტილი. მათი ასაკი 16 წელი იყო, ზუსტად ის ასაკი, რამდენი წლისაც მე ვარ, ამიტომ კიდევ უფრო დავინტერესდი მათი ცხოვრებით და მინდა თქვენც მოგიყვეთ:
     
    1) ნათია ბაშალეიშვილი(51-ე საშუალო სკოლა):
     სკოლაში დავალება მისცა მასწავლებელმა: ,,ვის მიულოცავდი სახელსა და დიდებას?" -,,მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიასო"-დაუწერია ნათიას. ნოემბრის მიტინგებისთვის ლოზუნგებს ადგენდნენ მისი თანაკლასელები. ნათიას ასეთი ლოზუნგი შეუთავაზებია: ,,სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი! "


2) ეკა ბეჟანიშვილის(კომაროვის სკოლა)  სიტყვებს მოგვიანებით  იგონებდა ბებია: ,,-ბიჭი რომ ვიყო, სამშობლოს გასანთავისუფლებლად იარაღით ხელში ვიბრძოლებდიო!" თუმცაღა უიარაღოდაც არ აკლებდა ბრძოლას, სკოლის შემდეგ პირდაპირ მიტინგზე მიდიოდა და მომიტინგეებს წყავლს აწვდიდა.
    ბებიას საყვედურებზე პასუხობდა:,,-ახლა ვჭირდებით ჩვენს საქართველოს და თუ საჭირო გახდება, თავიც უნდა დავდოთ მისთვისო."  
     ვერ მოესწრო თავის მე-16 დაბადების დღეს. მისი ბოლო შეკითხვა ბებიას დაამახსოვრდა: ,,-ბებო, ფოთოლცვენა მესიზმრა და მე ფოთლების წვიმაში დავდიოდი, ნეტავ რას ნიშნავსო?''

ბოლო ზარი უშენოდ დაირეკა, ეკა,
სიცილი ცრემლისგან წაილეკა, ეკა,
ტირილი გულში დაილექა, ეკა,
შენი ბოლო ზარი 9 აპრილს დაირეკა, ეკა!
უშენოდ ტაშ-ფანდური გაგვიმართავს ეკა,
შენი ტანი დროშად აღგვიმართავს, ეკა,
ხელი ვის უფრო  წაგვემართა, ეკა,
ნეტა ვის უფრო გაგვიმართლა,ეკა...

3) თამუნა ჭოველიძე(51-ე სკოლა) არ ენდობოდა ოფიციალური ხელისუფლების ყალბ განცხადებებს და დაპირებებს. ნოემბერში და აპრილში არ გაუცდენია მიტინგის არც ერთი დღე. 9 აპრილს, მთავრობის სასახლის კიბეებთან ცეკვავდა. ერთხელ უთქვამს:-,,რომ მითხრან, ჩემი სამშობლოს სასიკეთოდ მსხვერპლად შეწირულს მთაწმინდაზე დაგასაფლავებთო, მზად ვარ დღესვე მოვიკლა თავი!"
 

       აი, ასეთი იყო ჩვენი უახლოესი წარსული და ასეთები იყვნენ ჩვენი თანატოლები. <3

Wednesday, April 6, 2016

არ გადადო! იმოქმედე!


           გამარჯობა!  ადამიანმა დღევანდელი დღით უნდა იცხოვროს ... რაც არ უნდა ტკბილი და მიმზიდველი იყოს, წარსული უკვე "წარსულია" და უკან ვეღარ დაიბრუნებ. და რაც არ უნდა იმედისმომცემი იყოს მომავალი ის შენ ხელში არასოდეს იქნება, ვიდრე იგი შენი აწმყო არ გახდება. წარსულის გახსენება და მომავალზე ფიქრი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ იმ ზღვრამდე, ვიდრე ისინი გვეხმარებიან, რომ აწმყოთი ვიცხოვროთ...



        გაბრიელ გარსია მარკესის  სიტყვებს შეგახსენებთ, იმისთვის რომ შეგახსენოთ დღევანდელი დღის მნიშვნელობა: 
  ,,შეიძლება დღეს უკანასკნელად ხედავ მათ, ვინც გიყვარს, ამიტომ ნუღარ დაელოდები მეტს, იცხოვრე დღევანდელი დღით, რამეთუ არ იცი ხვალინდელი დღე იქნება თუ არა, და მერე ნამდვილად დაგწყდება გული, რომ ვერ გამონახე დრო ღიმილისათვის, მოფერებისათვის, კოცნისათვის და რომ დაკავებულობის გამო ვერ შეუსრულე შენს საყვარელ ადამიანს უკანასკნელი სურვილი"


             
         ეს სტატია კი მინდა მერაბ მამარდაშვილის სიტყვებით დავამთავროთ.
       "იყავით ყურადღებით. არ გაუშვათ მომენტი. იმიტომ რომ ეს მომენტი არ გაგრძელდება. მხოლოდ ერთი წამით არის მოცემული. თქვენ შეგიძლიათ გააფართოვოთ ეს წამი მხოლოდ ფიზიკურ სივრცეში და დროში კიარა. რაღაც შინაგან დროში და სივრცეში. .. როგორ გააფართოვოთ? შრომით.. ამ შემთხვევაში თქვენი მთელი ძალების კონცენტრაციით, ყურადღებით. რაც მთავარია შრომის 
 არ გა და დე ბით! არ უნდა გადადოთ..."  (იხილეთ ვიდეო)
            
        ასე რომ, რაღას უცდით?!  იმოქმედეთ ! ! !