,, დღეს არის ჩვენი გლოვა და ჩვენი სულის ზეიმი, დღეს არის 9 აპრილის ტკივილი და ჩვენი სულიერი ამაღლება. მრავალგზის უნახავს განსაცდელის დღეები საქართველოს, მრავალგზის შემოსევია მტერი საქართველოს, მრავალჯერ უნოდა გადაეტეხა საქართველო ხერხემალში, მაგრამ ვერ შეძლო. ჩვენი მფარველი იყო და მარად იქნება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა, რომლის წილხვედრი არის ღვთივკურთხეული საქართველო. საქართველო უძლეველია. ნუ იფიქრებს მტერი, რომ დღეს არის საქართველოს ტრაგედია. დღეს არის ჩვენი სულიერი ზეიმი." -ილია II
დიახ, დღეს 9 აპრილია. ეს დღე ჩვენი ტკივილი და ჩვენი სულიერი ამაღლებაა. ამ დღეს შეეწირა 21 სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლი ადამიანი.
ამ ადამიანების ისტორიიდან მინდა გამოვყო პატარა მომიტინგეების თავგანწირვა, რომელთა სიცოცხლეს 9 აპრილს დაესვა წერტილი. მათი ასაკი 16 წელი იყო, ზუსტად ის ასაკი, რამდენი წლისაც მე ვარ, ამიტომ კიდევ უფრო დავინტერესდი მათი ცხოვრებით და მინდა თქვენც მოგიყვეთ:
1) ნათია ბაშალეიშვილი(51-ე საშუალო სკოლა):
სკოლაში დავალება მისცა მასწავლებელმა: ,,ვის მიულოცავდი სახელსა და დიდებას?" -,,მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიასო"-დაუწერია ნათიას. ნოემბრის მიტინგებისთვის ლოზუნგებს ადგენდნენ მისი თანაკლასელები. ნათიას ასეთი ლოზუნგი შეუთავაზებია: ,,სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი! "
2) ეკა ბეჟანიშვილის(კომაროვის სკოლა) სიტყვებს მოგვიანებით იგონებდა ბებია: ,,-ბიჭი რომ ვიყო, სამშობლოს გასანთავისუფლებლად იარაღით ხელში ვიბრძოლებდიო!" თუმცაღა უიარაღოდაც არ აკლებდა ბრძოლას, სკოლის შემდეგ პირდაპირ მიტინგზე მიდიოდა და მომიტინგეებს წყავლს აწვდიდა.
ბებიას საყვედურებზე პასუხობდა:,,-ახლა ვჭირდებით ჩვენს საქართველოს და თუ საჭირო გახდება, თავიც უნდა დავდოთ მისთვისო."
ვერ მოესწრო თავის მე-16 დაბადების დღეს. მისი ბოლო შეკითხვა ბებიას დაამახსოვრდა: ,,-ბებო, ფოთოლცვენა მესიზმრა და მე ფოთლების წვიმაში დავდიოდი, ნეტავ რას ნიშნავსო?''
ბოლო ზარი უშენოდ დაირეკა, ეკა,
სიცილი ცრემლისგან წაილეკა, ეკა,
ტირილი გულში დაილექა, ეკა,
შენი ბოლო ზარი 9 აპრილს დაირეკა, ეკა!
უშენოდ ტაშ-ფანდური გაგვიმართავს ეკა,
შენი ტანი დროშად აღგვიმართავს, ეკა,
ხელი ვის უფრო წაგვემართა, ეკა,
ნეტა ვის უფრო გაგვიმართლა,ეკა...
3) თამუნა ჭოველიძე(51-ე სკოლა) არ ენდობოდა ოფიციალური ხელისუფლების ყალბ განცხადებებს და დაპირებებს. ნოემბერში და აპრილში არ გაუცდენია მიტინგის არც ერთი დღე. 9 აპრილს, მთავრობის სასახლის კიბეებთან ცეკვავდა. ერთხელ უთქვამს:-,,რომ მითხრან, ჩემი სამშობლოს სასიკეთოდ მსხვერპლად შეწირულს მთაწმინდაზე დაგასაფლავებთო, მზად ვარ დღესვე მოვიკლა თავი!"
აი, ასეთი იყო ჩვენი უახლოესი წარსული და ასეთები იყვნენ ჩვენი თანატოლები. <3
No comments:
Post a Comment