ჩვენ ყოველ დღე ვხვდებით ადამიანებს, რომელთაც განსხვავებული აზრი გააჩნიათ (ხან სწორი, ხანაც არასწორი), ჩვენ შეძილება მათ არ ვეთანხმებოდეთ და ამიტომ შეურაცხყოფაც კი მივაყენოთ. გავიხსენოთ ორი მარტივი ნაწარმოები, რომლებიც ,,ბრბოს ფსიქოლოგიას" ეხება : ,,ეშმაკის ქვა" და ,,ნატვრის ხე", აქ, ორივეგან ადამიანები ერთმანეთს დაუფიქრებლად სჯიდნენ, ყოველგვარი შეკითხვების გარეშე,ადამიანი რომლებსაც არ სურდა განესაჯა დამნაშავე, ბრბოს მსხვერპლი ხდებოდა და ისიც ,,მოსამართლე" ხდებოდა. მსგავსი შემთხვევები დღესაც ხდება საქართველოში და ,,განსასჯელის" ადგილს ხშირად ჟურნალისტები იკავებენ, იმისდა გამო რომ ისინი ამბობენ სიმართლეს, ისეთ სიმართლეს რომელიც არ მოსწონს რომელიმე გავლენიან პიროვნებას ან მის უახლოეს ადამიანს. მაგრამ მათ ავიწყდებათ თუ რა წერია საქართველოს კონსტიტუციაში: ,,ყველა ადამიანს აქვს უფლება მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, ასევე თავისი მოსაზრება ზეპირი, წერილობითი და სხვა ფორმით. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია".
დღეს 3 მაისია, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა. ჩვენ ყველანი თავისუფლები ვართ, მათ შორის პრესის წარმომადგენლებიც.
იმედია მალე საქართველოში პრესის თავისუფლების დონე არა თუ 64-ე ადგილას იქნება(180 ქვეყნიდან), არამედ პირველი იქნება მსოფლიოს ქვეყნებს შორის,რადგან დემოკრატიის საძირკველი ზუსტადაც რომ თავისუფალი პრესაა.
No comments:
Post a Comment