გამარჯობა! დღევანდელობაში ჩნდება კითხვები, რომლებსაც აქვს მრავალაზროვანი პასუხები. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი კითხვაა: ვინ არის კაი ყმა? და არსებობენ თუ არა ისინი დღეს?
ამ თემასთან დაკავშირებით ჩავატარეთ გამოკითხვა საზოგადოებაში, მათი პასუხები სხვადასხვა და ამ პასუხებთან მიახლოებული იყო:
- სადღა არსებობს შვილო კაი ყმა (ასაკოვანი);
- კი როგორ არა არსებობენ, მაგრამ დღეს კეტებში და ჯინსის შარვლებში არიან გამოწყობილი;
- კი. ჩემი შეყვარებულია (თინეჯერი გოგონა) და ა.შ.
ამ თემამ მე და ჩემი მეგობრები დაგვაინტერესა, ამიტომ გადავწყვიტეთ ეს კითხვა დაგვესვა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, ბატონი გიორგი კეკელიძისთვის. ვესტუმრეთ მას და ჩვენთვის საინტერესო კითხვებიც დავუსვით.
-გამარჯობა, ბატონო გიორგი.
-გამარჯობა.
-გვაინტერესებს თქვენი მოსაზრება კაი ყმასთან დაკავშირებით. თქვენი აზრით, ვინ არის ,,კაი ყმა"?
-ძველ დროში კაი ყმის სტერეოტიპი იყო არამყარი, გასაგები მიზეზების გამო, მის მნიშვნელობას ცვლიდა დრო, სახელმწოფოებრივი მოწყობა, ეკონომიკური თუ სოციალური ფონი, განწყობები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით როგორც ქვეყნის შიგნით ისე საზღვარს გარეთ. შესაბამისად ნებისმიერი კაი ყმა არის კონკრეტული დროის მოთხოვნილებების ნიშანი. ,,კაი ყმა" ასეთი სახელი ბუნებრივია არ არსებობდა ყველა დროში, ის გვხვდება XVIII-XIX საუკენეებში. XVIII-XIX საუკუნის კაი ყმა იყო უფრო სამოქალაქო ტიპის პიროვნება, ოღონდ ბუნებრივია სამხედრო ელემენტებით.
XX საუკუნეში უკვე შეიცვალა დამოკიდებულება, ამ დროში კაი ყმად ითვლებოდა ადამიანი, რომელიც ჯანყდებოდა წარსულის წინააღმდეგ და საყრდენებიც ნაკლები ჰქონდა(ვგულისხმობ ტრადიციებს).
- არსებობს თუ არა კაი ყმა დღეს?
-რაც შეეხება თანამედროვე კაი ყმას, აქ საქმე რთულადაა, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ საზოგადოებაში სადაც კაი ყმა შეიძლება იყოს ისეთიც, ასეთიც და ისეთიც, როგორსაც გვთავაზობდა ადრეული შუა საუკუნეები. იმ მიზეზის გამო, რომ ძალიან ფრაგმენტულია საზოგადოება.ყველას აქვს თავისი შეხედულება ამ თემასთან დაკავშირებით და კონკრეტული სტერეოტიპი ამ მიმართულებით უკვე აღარ არსებობს.
-დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის. <3
ასე რომ როგოც ხედავთ დღეს ,,კაი ყმის" სტერეოტიპი აღარ არსებობს, ეს დაგვიდასტურა როგორც ბატონმა გიორგიმ, ასევე გამოკითხვის შედეგმა.
თუმცა ყველას ჰყავს საკუთარი ,,კაი ყმა", რომელიც მისთვის მისაბაძია.
No comments:
Post a Comment