,,როცა ბედი ლიმონს გარგუნებთ, შეეცადეთ, მისგან ლიმონათი გააკეთოთ!!!"

Monday, July 11, 2016

რატომ?!

-,,რატომ?"  - აი, ზუსტად ეს სიტყვა მომესმა მაშინ როდესაც ჩემს გვერდით პატარა, მწვანეთვალება ბებომ ჩამიარა. გამიკვირდა როდესაც დავინახე რომ ის მარტო მიდიოდა, მეგონა ვინმეს ელაპარაკებოდა, მაგრამ, არა, აღმოჩნდა რომ მას არავინ ყავდა, ცხოვრობდა მარტო, ერთ პატარა, მიყრუებულ ქუჩაზე, იქ სადაც არავინ არასდროს მოიფიქრებს გაისეირნოს მაინც, არა თუ დასახლდეს.
    მე მას დავედევნე და გამოველაპარაკე, თავიდანვე შევატყვე რომ რაღაც აღელვებდა, ვკითხე თუ რა აწუხებდა, მან კი კვლავ ერთი სიტყვით მკითხა: - რატომ?!;
მე ვერ ჩავწვდი ამ კითხვის აზრს და კიდევ ერთხელ ვთხოვე უფრო კონკრეტულად ეკითხა ჩემთვის ის, რაც ასე ძალიან აწუხებდა. მან კი მთხოვა მომესმინა და დაიწყო: - ნეტავ რატომ შეიცვალა ეს ხალხი ასე ძალიან?... რატომ აღარ ამბობენ გამარჯობას?.... რატომ აღარ უხარიათ ერთმანეთის დანახვა.... რატომ არ სცემენ ერთმანეთს პატივს?... რატომ აღარ უყვართ ისე, როგორც ჩვენ გვიყვარდა?... რატომ დაივიწყეს ყველა ადამიანური გრძნობა და ემოცია?... რატომ არ ფიქრობენ მომავალზე?... რატომ აქვთ სახე გაქვავებული?... რატომ მგონია რომ ყველა რობოტად გადაიქცა?... რატომ აღარ მინდა ცხოვრება დედამიწაზე, იმ ადგილას, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა?...  ;. მე კი არ მოველოდი ასეთ კითხვებს და გაოგნებული ვუყურებდი შავგვრემან მწვანეთვალება ულამაზეს ბებიას, რომლის თვალებიდანაც უამრავი სითბო გამოსჭვიოდა.
  მოხუცმა როდესაც დაინახა როგორი დიდი ემოცია გამოიწვია ჩემში მისმა სიტყვებმა, მომიბრუნდა და მითხრა: არც შენ ყოფილხარ რობოტი, შენც ჩემსავით გყვარებია  სამყარო... შეეცადე შეცვალო ის ისე რომ ადამიანებს ადამიანობა გაახსენო,  მე ეს ვერ მოვასწარი რადგან გვიან მივხვდი მის რაობას, დედამიწაზე უმთავრესი სიყვარული, სიკეთის თესვა და ადამიანებს შორის ურთიერთგაგებაა, აი ზუსტად ის ფასეულობები რასაც ადამიანები ვკარგავთ.... შეეცადე შეინარჩუნო ეს ყველაფერი ... ; მითხრა და გაბრუნდა, წავიდა და ამის შემდეგ არსად მინახავს.
      ყოველ დილით მახსენდება ეს ბებია და მისი სიტყვები... ვცდილობ შევცვალო ეს ჩვენი დედამიწა, ამიტომაც ვეძებ პასუხებს კითხვებზე რომლებიც კეთილმა ბებომ დამისვა...💗💗💗💞💞💞. მე მჯერა რომ სამყაროს უკეთესს გავხდი💖💖💖💖💗💗💞💞💞💞💗💗💞💞💗💗

No comments:

Post a Comment