,,როცა ბედი ლიმონს გარგუნებთ, შეეცადეთ, მისგან ლიმონათი გააკეთოთ!!!"

Tuesday, April 19, 2016

ინტერვიუ ქალბატონ საქართველოსთან

-გამარჯობა, ქალბატონო საქართველო!
-გამარჯობა.
-შეგიძლიათ  ორიოდე სიტყვ გვითხრათ თქვენ შესახებ?
-რა თქმა უნდა. მე დიდი ხანია დავიბადე, ბევრი რამ ვნახე, ბევრჯერ გავხდი როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური  ძალადობის მსხვერპლი. 
-საინტერესოა, განაგრძეთ თუ შეიძლება.
- მაგრამ მე არასდროს დამიხრია  თავი და არასდროს შევგუებივარ ბედს. ჩემი შვილები, ჩემი უსაყვარლესი ქართლი, კახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო, და ა.შ. შვილიშვილები(თბილისი, ფოთი, ბათუმი...) და ასევე შვილთაშვილები არასდროს არ შეშინებულან და მოძალედეების მხარეს ყოფნა არც კი უნატრიათ.
-თუ შეგიძლიათ, მოგვიყევით  ბოლო დროინდელი სირთულეების შესახებ.
-რა თქმა უნდა. მე ყველაზე დიდი გასაჭირი სსრკ-ს დროს მქონდა, ეს  იყო  უსაშინლესი პერიოდი. არ შემეძლო მელოცა, გამომეთქვა საკთარი აზრი, რაც მთავარია, არ ვიყავი დამოუკიდებელი და თავისუფალი. არ შემეძლო გავცლოდი მის  საზღვრებს. მაგრამ ჩვენ მასაც დავაღწიეთ თავი, არც მას დავმორჩილდი და  დღეს მე ისევ დამოუკიდებელი ქალი ვარ.
-თქვენი დიდი ტკივილი...
-ამაზე საუბარი ძალიან მიჭირს. ჩემი უდიდესი ტკივილი ჩემი მოტაცებული შვილები არიან. მე მათ გარეშე არ ვარ ერთიანი, მე ისინი მჭირდებიან და აუცილებლად დავიბრუნებ. მე, როგორც დედა, არ დავუშვებ ვინმემ ჩემი შვილი მიისაკუთროს.
-ახლა თქვენს ჯანმრთელობაზეც გვესაუბრეთ. 
- ამ ბოლო დროს ძალიან ცუდად ვარ. აღარ შემიძლია სუნთქვა. კანიც გამიფიჭდა, სხეულზე სულ პოლიეთილენის ,,პარკებს" ვხედავ, მათ ვერც ვერაფერს ვუშვები, ისევ ხელოვნურად თუ მომაცილებენ. მესაჭიროება ექიმი(ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა). მე ასე ვერ გავძლებ დიდ ხანს. ორგანიზმს ნელ-ნელა ჟანგბადიც აკლდება(ხეები იჭრება), რაც უკვე გაუსაძლისია, გთხოვთ დამეხმაროთ, მე მჭირდება დახმარება, მე მჭირდება შენი დახმარება, დიახ, შენი! აი, ახლა ამ ინტერვიუს რომ კითხულობ, დამეხმარე  შენც და  შენც! თუ დამეხმარებით გპირდებით დიდი ხანი არ  დავკარგავ სილამაზეს და თქვენს თვალებს  მუდამ გავახარებ. <3
-სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი, ქალბატონო საქართველო.
-ჩემთვისაც სასიამოვნო იყო იმის  მოსმენა, რომ ვიღაცას მაინც აინტერესებს ჩემი ბედი. მე მჯერა, ჩვენ ერთად სასწაულს მოვახდენთ. <3 

   აი, ასეთი იყო საქართველოს პასუხი ჩვენს კითხვებზე. დავუფიქრდეთ მის სიტყვაბს და დავეხმაროთ განვითარებაში. 

1 comment:

  1. ra kargi ragac iyo es :O rogor momewona ! qalbatono saqartvelo, Chven vizrunebt tkvenze ! :3

    ReplyDelete