ნიკოს სხეულში ამ დროს რაღაც გაუსაძლისმა ტკივილმა დაიდო ბინა, მაგრამ ამ გრძნობას სახელი ვერ დაარქვა.
დაირეკა ზარი, გარეთ გამოვარდა. ეზოში პატარა გოგონა დარბოდა, უცბად მას პატარა ბიჭი დაეჯახა და ორივე წაიქცა. ბიჭის დედა მოვიდა და უდანაშაულო გოგონას ჩხუბი დაუწყო. ნიკო პატარას გამოესარჩლა. გზად მიმავალი კი ფიქრობდა, თუ რა ტყუილად გაილანძღა ეს პატარა გოგო. ფიქრში გართულს კვლავ ის გამოუცნობი გრძნობა დაეუფლა.
ქუჩაში პატარა ხელგამოწვდილი იდგა და მოწყალებას ითხოვდა. ნიკოს დედას მიცემული ლარი ჰქონდა და ის აჩუქა თანატოლს. ამ დროს ნიკომ დაინახა გზის გადაღმა მიმავალი 7,წლის გოგონა, რომელსაც ხელში 1000$-იანი ტელეფონი ეჭირა და დედას ძვირადღირებულ გასართობ ცენტრში სთხოვდა წაყვანას. ნიკოს სხეულში თანდათან ღვივდებოდა პროტესტის გრძნობა.
ბიჭი სახლს მიუახლოვდა, სახლში შევიდა. ხედავს დედა საწოლზე ზის და ტირის. პატარას არ გაკვირვებია, რადგან დედა ხშირად ტიროდა. ნიკოს მამა სახლში დაღლილი მოსულა, გზაში ვიღაცას გაებრაზებინა და ბრაზი დედაზე უყრია. უდანაშაულო ქალისთვის შეურაცხყოფა მიუყენებია და მიწასთან გაუსწოებია. ნიკოს გრძნობამ ახლა პიკს მიაღწია, გამოვარდა სახლიდან. გარბოდა ბიჭი.... გარბოდა, მაგრამ არ იცოდა, სად მიდიოდა... ბოლოს კლდეებს შორის ამოყო თავი. მარტოდ დარჩენილმა ხმამაღლა იღრიალა და კლდეეებმაც მასთან ერთად დაიწყეს ქუხილი, ისინიც ღრიალებდნენ ნიკოსთან ერთად. ნიკო ნელ-ნელა მიჩუმდა, ძალა გამოელია და ბალახზე დაეცა. შემოღამდა,ნიკო კი არ ინძრეოდა და ცას შეჰყურებდა. მალე მიხვდა, რომ ეს გრძნობა კიდევ არსებობდა მასში და იმასაც მიხვდა, რომ ამ ტკივილს ვერასდროს დაივიწყებდა.
ეს იყო მისი გონებისა და სხეულის პროტესტი უთანასწორობის, უუფლებობის, უსამართლობის მიმართ.
ნიკო პატარაა და ჯერ არ იცის თანასწორობის მნიშვნელობა, მაგრამ ის ამას გრძნობს.
No comments:
Post a Comment