,,მე არ მინდა კომფორტი, მე მინდა ღმერთი, პოეზია, მინდა ნამდვილი საფრთხე, მინდა თავისუფლება, მინდა სიკეთე. მე ცოდვა მინდა. - გამოდის, ითხოვთ თქვენს უფლებას, იყოთ უბედური. - დიახ, ვითხოვ, - გამომწვევად განაცხადა ველურმა, - მე ვითხოვ ჩემს უფლებას, ვიყო უბედური. - გარდა ამისა, თქვენ ითხოვთ უფლებას, იყოთ ბებერი, მახინჯი და უძლური; უფლებას გქონდეთ სიფილისი და კიბო; იყოთ მშიერი, გესეოდეთ ტილები, ცხოვრობდეთ მუდმივ შიშში ხვალინდელი დღის გამო, გქონდეთ ტიფი, იტანჯებოდეთ ყოველგვარი ენით აუწერელი ტკივილით. - ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოწვა.- ეს ჩემი უფლებებია და მე მათ მოვითხოვ, - თქვა ბოლოს ველურმა. მუსტაფა მონდმა მხრები აიჩეჩა. - ნება თქვენია.". ოლდოს ჰაქსლი.
No comments:
Post a Comment