,,როცა ბედი ლიმონს გარგუნებთ, შეეცადეთ, მისგან ლიმონათი გააკეთოთ!!!"

Sunday, August 28, 2016

გზა

   შენ მიდიხარ! სად? არ იცი? რატომ? რისთვის ტოვებ ოჯახს? რატომ ივიწყებ შვილებს? რისთვის  აქვითინებ შენს ცოლს...
    გაიხსენე წარსული... ეს ის დროა როცა შენს განვლილ ცხოვრებას უნდა გადახედო, სწორი გადაწყვეტილების მისაღებად...
     დაგავიწყდა როგორ გაიცანი შენი  მეგობარი, შეყვარებული და მომავალში უკვე ერთგული ცოლი, რომლის მარტო დატოვების გეგმაც გიტრიალებს თავში?
      შენ ეტყობა დაგავიწყდა თუ როგორ გენატრებოდა მამა რომელიც არ გყავდა, როგორ გინდოდა შენთან ყოფილიყო და არ იყო, რადგან ის დედაშენის დაცვას შეეწირა... დაგავიწყდა ყველაფერი კარგი... ალბათ გგონია რომ შენს შვილებს ისე ეყვარები შენი წასვლის შემდეგ როგორც შენ გიყვარდა მამა მისი სამუდამოდ წასვლის შემდეგ?! ცდები! ცდები! ... ისინი შენ სამუდამოდ დაგმარხავენ თავიანთ პატარა გულებში, რადგან შენ მათ დედას აწყენინე, გული მცირე ხნით გაუყინე, ბევრი ცრემლი დააღვრევინე და უდიდეს გაჭირვებაში ჩააგდე.   
  შენ არც კი ფიქრობ მათთან დამშვიდობებას და საინტერესოა რატომ? ჰო, საინტერესოა  რატომ გაფლანგე 5 წელი იმისთვის რომ შენი შექმნილი შენვე  დაგენგრია...
    რატომ დაუნგრიე ცხოვრება 5 წლის წინ პატარა გოგონას რომელიც შენზე უზომოდ იყო შეყვარებული? რატომ მაშინვე არ დაფიქრდი შენს საქციელზე?  ახლა იტყვი მაშინ პატარა ვიყავი 16 წლისო, ის მხოლოდ გატაცება იყოო... მაგრამ ეს მარტო შენი შეცდომაც არ იყო,  ამ ამბავს შენი მშობლებიც ბედნიერები შეხვდნენ, არა და რა უაზრო იყო ეს ყველაფერი...
  ეტყობა  უაზრო სპექტაკლი მალევე დამთავრდება, შენ ისევ თავისუფალი იქნები,  შენი მეორე ნახევარიც როგორმე გაიგნებს გზას ამ ცხოვრებაში, მაგრამ შენი შვილები სამუდამოდ დამარხავენ გულში ტკენას რომელიც შენ მათი მიტოვებით  გამოიწვიე... რაც არ უნდა აჩუქო, მათთვის მაინც უმთავრესი მშობლების ერთად ყოფნა იქნება, მაგრამ შენ ამას ვეღარ შეძლებ! შენ ახლა ნამდვილი სიყვარული იპოვე და მას ვერ მიატოვებ, ის ძველი გატაცება კი მოგონებას მიეცემა...
     აი ესაა შენი მომავალი... შენი გზა დიდია ბევრი გასაყრით... იმედია სწორ არჩევანს გააკეთებ...
     
  

No comments:

Post a Comment