გამარჯობა! მე დედამიწის ნაწილი ვარ და არც თუ ისეთი პატარა რომ მისი აზრი ვერ გავიგო. სიმართლე გითხრათ, წელს მივუხვდი ამ ცხოვრების მნიშვნელობას. სხვანაირად დავინახე დედამიწა. ჩემი შეცვლა ერთ წამში მოხდა. წკაპ! და ტვინი გამეხსნა :D ადამიანებს მხოლოდ ქცევებში ვაკვირდები. მაინტერესებს მათი შინაგანი მე და არა მათი სოციალური, ეკონომიკური ან სხვა. წარმომადგენლობა. ამან მიმახვედრა რომ დედამიწაზე ადამიანი ცოტაა. თვისებები რომლებიც ადამიანებს უნდა ჰქონდეთ, თითქოს სადღაც ქრება, იკარგება და ნელ-ნელა მივიწყებას ეძლევა.
მათ თითქოს არც კი სმენიათ შვიდი მომაკვდინებელი ცოდვის
(1. ამპარტავნება 2. ანგარება 3. სიძვა4. მრისხანება 5. ნაყროვანება 6. შური
7. სასოწარკვეთილება) შესახებ, ისე ჩადიან საშინელებებს.
ჩემს გარშემო ყოველ წამს ვეძებ ვიღაც ახალს, რომლისგანაც ვისწავლი თუ როგორ არ უნდა დავკარგო ადამიანური თვისებები, ვიყო თავისუფალი და ყველასგან დამოუკიდებელი.
გავდივარ გარეთ და ვხედავ, როგორ ჩაგრავს ქალი კაცს, ან კაცი ქალს, როგორ დასცინის თეთრკანიანი ფერადკანიანს, როგორ ძალადობენ ბავშვებზე, როგორი სიხარულით კლავენ ადამინები ერთმანეთს,ამ ყოველივეს შემდეგ მიჩნდება სურვილი შევცვალო დედამიწა უკეთესობისკენ. მე მინდა ვიცხოვრო უკეთეს სამყაროში, პლანეტაზე, კონტინენტზე, ქვეყანაში. და მინდა მსოფლიოს ვაჩვენო თუ რა არის იდილია. რომლისკენაც ყველა ვისწრაფვით, მაგრამ ვერ და ვერ მიგვიღწევია, რადგან ის მხოლოდ მაშინ დაისაგდურებს ჩვენში, როცა ,,ადამიანის" გონებაში არ იქნება მთავარი ზიზღი, დაცინვა, ძალადობა, შეურაცხყოფა...
მოდი ერთად შევცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ. ვუთხრათ არა ყოველივე ცუდს. <3
No comments:
Post a Comment