,,როცა ბედი ლიმონს გარგუნებთ, შეეცადეთ, მისგან ლიმონათი გააკეთოთ!!!"

Thursday, April 14, 2016

„მტერობა ენის არს მტრობა ქვეყნის“

  გამარჯობა!
 დღეს დილით სკოლაში მივდიოდი, გზაში პატარა ბავშვი დავინახე დედიკოსთან ერთად მოდიოდა, ბედნიერი იყო და ხელში ,,დედაენა" ეჭირა, ძალიან პატარა იყო იმისთვის რომ კითხვა სცოდნოდა, დედა შვილს უხსნიდა: -შვილო, ეს ჩვენი ანბანია, ქართული ანბანი.  დღეს დედაენის დღეა, ამიტომ მინდოდა შენთვის ,,დედაენა" მეჩუქებინა, ის იაკობ გოგებაშვილმა დაწერა და ის  მთელი ცხოვრების განმავლობაში არ დაგავიწყდებაო.
     მესიამოვნა, როდესაც დედის სიტყვებს მოვკარი ყური. ეს მართლაც ასეა, ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება ჩვენი მშობლიური ენა. ნათქვამია, როდესაც ადამიანს ყველაფერი ავიწყდება, მხოლოდ  მშობლიურ ენაზე საუბრობსო.
     გული მწყდება, რადგან ჩვენ ყოველდღიურად ვუშვებთ უამრავ შეცდომას, რომელიც ჩვენს ენაში დიდ ცვლილებებს იწვევს. საქართველოს მოსახლეობის 97% გრამატიკულად არასწორად ვსაუბრობთ. ეს დროებამ მოიტანა, მაშინ როდესაც ყველანი გადართულები ვართ, რაც შეიძლება მეტი ახალი ენა შევისწავლოთ, საკუთარი ენა გვავიწყდება, ლექსიკაში ბარბარიზმები შეგვაქვს და ისე ვხმარობთ მათ რომ აღარც კი ვუკვირდებით მათ მნიშვნელობას.
    ბევრს რომ ჰკითხო  ბარბარიზმები არის  სტოლი, სპიჩკა, გრეჩიხა, სემიჩკა, მაგრამ მათ ბარბარიზმად არ მიაჩნიათ  შეარი, ლაიკი, იდენტური, კრეატიული და სხვა მრავალი. თქვენ წარმოიდგინეთ და ეს სიტყვებიც ბარბარიზმებია, რომლებიც ახლა იკიდებს ფეხს ჩვენს ლექსიკაში, ამიტომ უნდა შევეცადოთ გავწმინდოთ ჩვენი ენა უამრავი  ზედმეტი გადაცდომებისგან.
      ,,...არა!
   სხვისი მისაბაძი
      რა მჭირს,-
       თვარა, -კი."
    ჩვენ გვაქვს ენა, რომელსაც არ სჭირდება სინონიმების ძებნა სხვა ენებში, რადგან აქ წვიმასაც კი 64 სახელი აქვს.
     მსოფლიოში 14 დამწერლობაა, ამ დამწერლობებიდან მეხუთე კი ქართული ენაა, თავისი უძველესი ისტორიით.
          გვიყვარდეს ჩვენი ენა და არასდროს დაგვავიწყდეს ილია ჭავჭავაძის სიტყვები:
,, სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება, ამასაც თუ არ გავუფრთხილდით, რა კაცები ვიქნებით?!"
             დღეს სკოლაში ,,დედაენის დღეს" გამოვეხმაურეთ. სკოლის შემოსასვლელში სიტყვების სწორი და არასწორი მნიშვნელობები გავაკარით. ჩვენს აქციას სკოლის დარაჯიც გამოეხმაურა და მან გვითხრა, რომ  1978 წლის 14 აპრილს ისიც იცავდა ქართულ ენას.
     



1 comment: