,,როცა ბედი ლიმონს გარგუნებთ, შეეცადეთ, მისგან ლიმონათი გააკეთოთ!!!"

Saturday, April 2, 2016

ყოველთვის უნიკალურები, სრულიად საინტერესოები, ზოგჯერ მისტიურები.

   გამარჯობა! დღეს 2 აპრილია, აუტიზმის ცნობიერების დღე.
   დედამიწაზე ყოველი მეასე ბავშვი აუტიზმით იბადება. აუტიზმი განვითარების შეფერხებაა. ის მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის პრობლემებით. აუტისტ ბავშვს პრობლემები აქვს სოციალურ განვითარებაში, ქცევაში, მეტყველებაში, ვერ ამყარებს ურთიერთობას თანატოლებთან.                                              



 აუტიზმის მძიმე ფორმას ახასიათებს გარემოს მიმართ გულგრილობა. აუტიზმის სიმპტომები და მახასიათებლები შეიძლება სხვადასხვა კომბინაციებით გამოვლინდეს.აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს აქვთ რაიმე ერთი კონკრეტული სფეროს მხრივ მიდრეკილება და ინტერესი.

     ერთად ავამაღლოთ ცნობიერება აუტიზმის შესახებ, რათა მოსახლეობაში მათ მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გავაქარწყლოთ.

     თუ ისინი აგრესიულები არიან, ეს მათ სურვილზე არ მიუთითებს, ასე რომ დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში ყოველგვარი უარყოფითი დამოკიდებულების გარეშე.


No comments:

Post a Comment