,,როცა ბედი ლიმონს გარგუნებთ, შეეცადეთ, მისგან ლიმონათი გააკეთოთ!!!"

Saturday, March 26, 2016

მწარე რეალობა VS ტკბილი ილუზია

    გამარჯობა!   დღეს მინდა სიმართლის დამალვის უარყოფით მხარეებზე ვისაუბროთ.
   ადამიანები ერთმანეთს ხშირად ვუმალავთ სიმართლეს( არ ვეუბნებით, ან ვალამაზებთ ისტორიებს).   საინტერესოა რა შედეგი მოაქვს ამ ყოველივეს ადამიანის ფსიქიკაზე? ჩემი აზრით დიდი სასარგებლო არაფერი, პირიქით, ადამიანი რომელიც ტყუილში ცხოვრობს და მიჩვეულია ილუზიას, მისთვის სიმართლის გაგება(რომელიც აუცილებლად გამომჟღავნდება) ზედმეტად უარყოფითად იმოქმედებს.  (მაგალითისთვის: წარმოვიდგინოთ რომ ჩვენი უახლოესი პიროვნება გვიმალავს ჩვენთვისვე უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას, რომელიც ჩვენს ცხოვრებას დადებითად ან უარყოფათად წარმართავს. ეს ინფორმავია აღმოჩნდა უარყოფითი, ამიტომ ეს პიროვნება ფიქრობს რომ ჩვენ ამას ვერ გავუძლებთ და გვატყუებს. თუმცა ის ვერ ხვდება რომ ამით კომფორტის ზონას გვაჩვევს და შემდგომში გაგებული სიმართლე დიდ ზიანს მოგვაყენებს.)   ჩვენ(პირადად მეც) როდესაც ვიგებთ უარყოფით ინფორმაციას ვცდილობთ გავანეიტრალოთ, გამოვასწოროთ, თვალი გავუსწოროთ რეალობას. ამიტომ სიმართლის დაფარვით ჩვენ მხოლოდ ვფერხდებით და ვეღარ ვახერხებთ საჭირო დროს საჭირო ადგილას ყოფნას.
       თუმცაღა არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელთაც სიცრუეში ცხოვრება ურჩევნიათ, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო რომ მათი ,,დალაგებული" ცხოვრება არ აირიოს. რაც ჩემთვის მიუღებელია.
       ჩვენც უნდა ვეცადოთ ხელი შევუშალოთ სხვებს სიმართლის დამალვაში და ვუყუროთ მათ მუდამ თვალებში, რადგან ენას კი შეუძლია მოიტყუოს, მაგრამ თვალები ყოველთვის გასცემენ მას.
      რინგზე (მწარე  რეალობა VS ტკბილი ილუზია) ჩემთვის გამარჯვებული მწარე რეალობაა.თუმცაღა საინტერესოა თქვენი აზრი... ველოდები  თქვენს მოსაზრებებს <3

No comments:

Post a Comment