გამარჯობა! მე ვარ ნეკა სტეფნაძე, 143-ე საჯარო სკოლის მოსწავლე. ეს ჩემი ბლოგია: ,,დამსხვრეული ვარდისფერი სათვალე". მე ამ ბლოგის მეშვეობით შევეცდები დაგანახოთ რეალური სამყარო, რეალური ფაქტებითა და ადამიანური გრძნობებით. მინდა რომ თითოეულმა ჩვენგანმა თვალი გავუსწოროთ რეალურ სამყაროს და შევეცადოთ მის გამოსწორებას.
,,როცა ბედი ლიმონს გარგუნებთ, შეეცადეთ, მისგან ლიმონათი გააკეთოთ!!!"
Monday, April 4, 2016
არ მიმატოვო ქუჩაში ! ! !
გამარჯობა! დღეს 4 აპრილია და უმეტესობამ ალბათ არ იცით რომ უპატრონო
ცხოველების საერთაშორისო დღეა.
ჩვენს გარშემო უამრავი უპატრონო ცხოველია. ისინი გვხვდებიან საცხოვრებელი სახლების წინ, ეზოებში, გზაზე, ნაგავ საყრელებსა თუ სხვა ადგილას. ჩვენ უნდა შევეცადოთ მათი რიცხვი შევამციროთ სხვადასხვა გზით: არ მივატოვოთ ისინი ქუჩაში და თავშესაფარში წავიყვანოთ, სადაც მათ ახალი პატრონი გამოუჩნდებათ.
უპატრონო ძაღლები რომლებიც ქუჩაში ,,დაწანწალებენ", როგორც საკუთარი ისე ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ. ასე რომ შევეცადოთ, როდესაც უპატრონო ცხოველს დავინახავთ, მას თვალი არ ავარიდოთ, დავურეკოთ სამაშველო სამსახურს, ან უპატრონო ცხოველთა თავშესაფარს შევატყობინოთ, რომლებიც რეაგირებას აუცილებლად მოახდენენ.
მოგიწოდებთ, არ მიატოვოთ ცხოველები ქუჩაში, მათ ზოგიერთ ადამიანზე მეტად შეუძლიათ ერთგულება.
იხილეთ ვიდეო: ისინი მოსიყვარულეები არიან ^_^
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment