,,როცა ბედი ლიმონს გარგუნებთ, შეეცადეთ, მისგან ლიმონათი გააკეთოთ!!!"

Monday, March 21, 2016

მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს



         გამარჯობა! დღეს 21 მარტია, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე.
          დაუნის სინდრომი ეწოდება მდგომარეობას, რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში,  შესაბამისად 21 მარტი არის შერჩეული 21-ე წყვილის აღსანიშნავად, ხოლო მარტი კი როგორც III თვე აღნიშნავს სამი ქრომოსომის არსებობას.
           დაუნის სინდრომის მქონე ადამიანი დიდი ინტელექტუალური  შესაძლებლობის მქონე პიროვნება გახლავთ. მაგალითისთვის, აი ეს 16 წლის ბიჭი, რომელიც საოცრად უკრავს დრამზე.
                   
           სოლიდარობის გამოხატვისთვის, მოგიწოდებთ ჭრელი წინდებით გადაიღოთ ფოტო.
           დედამიწაზე ყოველი ადამიანი თანასწორია, მათი სქესის, რელიგიის, წარმომავლობის, ქრომოსომების რაოდენობისა თუ სხვა ნიშნის მიხედვით. მე არ ვყოფ ადამიანებს ჯგუფებად და გირჩევთ არც თქვენ განაცალკევოთ ისინი.
         მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს და ნურც  შენ  დაითვლი !


No comments:

Post a Comment