,,როცა ბედი ლიმონს გარგუნებთ, შეეცადეთ, მისგან ლიმონათი გააკეთოთ!!!"

Wednesday, March 16, 2016

გ ა ი ღ ი მ ე :)

                                     
       გამარჯობა!  დღეს მინდა სიცილის ყოვლისშემძლეობა დაგიმტკიცოთ.
       დედამიწაზე ორი ტიპის ადამიანებს ვხვდებით პესიმისტებს და ოპტიმისტებს. საინტერესოა რომელი ტიპის ადმიანები ცხოვრობენ გაცილებით დიდ ხანს. ამ კითხვაზე პასუხს კი ამდაგვარად გაგცემთ: ადამიანები რომლებიც ხშირად იცინიან იშვიათად ავადდებიან გულ- სისხლძარღვთა დაავადებებით, მეტი შანსი აქვთ თავი დააღწიონ სიმსივნეს, დაასუსტონ დიაბეტი, ნერვები მუდამ დამშვიდებული ჰქონდეთ,  მათი ტვინი კი უფრო აქტიურად მუშაობს, მეხსიერება გაუმჯობესებული აქვთ და საღად აზროვნებენ. ასევე ის ფაქტი რომ სიცილი ნაოჭებს აჩენს სიმართლეს არ შეესაბამება.  დედამიწას კი სჭირდება საღად მოაზროვნე და ჯანმრთელი ადამიანები.
       
               აგრეთვე, შეგახსენებთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს:

  • კომიკოსები ტრაგიკოსებზე გაცილებით დიდ ხანს ცოცხლობენ.
  • მიმტანები რომლებიც ყოველთვის იღიმებიან, მათი სტუმრებისგან 1,5-ჯერ მეტ ანაზღაურებას იღებენ ვიდრე მათი გაუცინარი თანამშრომლები.
         
     

          ახლა კი ვნახოთ თქვენ რომელი ტიპის ადამიანთა ჯგუფს მიეკუთვნებით.
          თქვენი აზრით, მოცემული ჭიქა ნახევრად სავსეა თუ ნახევრად ცარიელი?

       
       ოპტიმისტის აზრით ჭიქა ნახევრად სავსეა,     
        პესიმისტის აზრით კი ნახევრად ცარიელი.

        დღეს 143-ე საჯარო სკოლაში ჩავატარეთ ღია გაკვეთილი, სადაც IV კლასის მოსწავლეებს სიცილის დადებით მხარეებზე ვესაებრე, ვუჩვენე ფოტოები და ვიდეოები რომლებიც სიცილს და მის თერაპიას ეხებოდა, ყოველივე ამან  დიდი ინტერესი გამოიწვია პატარებში.



2 comments:

  1. კარგი ნამუშევარია! მართლაც რომ აქტუალური თემაა, კარგი იქნებოდა უფრო მეტი მსგავსი ღონისძიებების ჩატარება... სიცილი, ხომ სიცოცხლეს ახანგრძლივებს...

    ReplyDelete
  2. madloba <3 shevecdebi kidev ufro meti saintereso aqtivoba davgegmo da gichvenot <3

    ReplyDelete