,,როცა ბედი ლიმონს გარგუნებთ, შეეცადეთ, მისგან ლიმონათი გააკეთოთ!!!"

Saturday, March 12, 2016

გ ა მ ა რ ჯ ო ბ ა ! ! !

                                 გ  ა   მ   ა   რ   ჯ   ო   ბ   ა ! ! ! 
    გამარჯობა, ეს ის ჯადოსნური სიტყვაა, რომელსაც შეუძლია ადამიანს ხასიათი გამოუკეთოს. თანაც ქართულ ,,გამარჯობას"  ხომ სულ სხვა ხიბლი აქვს, ის ძალიან გავს სიტყვა ,,გამარჯვებას" რაც თითქოს ადამიანს სიცოცხლის სტიმულს აძლევს.
   ,, „გამარჯობის“ თქმით ადამიანებს ვაგრძნობინებთ რომ ისინი ჩვენთვის მნიშვნელოვანნი არიან. თუმცა, ამ სიტყვით შემდგარი კავშირი ჩემთვის მხოლოდ ვერბალურად არ გამოიხატება. ამ დროს ორ ადამიანს შორის ემოციური, თვალისთვის უხილავი კავშირი იბმება." (ვანო საგინაშვილი)
     დედამიწაზე ისედაც ბევრი პრობლემაა, ჩვენც ნუ დავტვირთავთ მას უარყოფითი ემოციებით, ვიყოთ პოზიტიურები, ვუთხრათ ერთმანეთს  ,, გამარჯობა..."
       მე ვარ ნეკა და გეუბნებით გამარჯობას ! ! !


                                                              ფოტოს ავტორი: ვანო საგინაძე
                                                                                                         



No comments:

Post a Comment