
მე გამიკვირდა და მაშინვე შევეკითხე, ქონდა თუ არა მისთვის მნიშვნელობა ადამიანი როგორ ტანსაცმელს ატარებდა და მან მიპასუხა რომ ადამიანმა ტანსაცმელი აუცილებლად უნდა იყიდოს პრესტიჟულ მაღაზიაში, ისე თურმე ადამიანი ნორმალური არ ყოფილა.
ამ დროს ერთი ამბავი გამახსენდა:
ერთხელ ღარიბულად ჩაცმული ცოლ-ქმარი მივიდა ჰარვარდის უნივერსიტეტში და დირექტორთან შეხვედრა მოითხოვეს. მათ დიდი უარი განუცხადეს და უთხრეს რომ მათთვის დირექტორი ვერ მოიცლიდა. თუმცა ისინი არ წავიდნენ და დირექტორს მაინც ელოდებოდნენ. ლოდინმა შედეგი გამოიღო და დირექტორთან შევიდნენ. დირექტორი დამცინავად უყურებდა ორ ,,პროვინციელ" პიროვნებას, კითხა თუ რა აწუხებდათ. უთხრეს რომ მათი შვილი აქ სწავლობდა, შარშან გარდაიცვალა და უნდოდათ მის სახელზე რაღაც გაეკეთებინათ უნივერსიტეტში, მათ თქვეს რომ ერთი კორპუსის დამატება სურდათ.

დიახ, ზუსტადაც რომ, ადამიანი შეიძლება არ იყოს მდიდრულად ჩაცმული, მაგრამ ფლობდეს დიდ ქონებას, ქონებას როგორც მატერიალურს ისე ,,ადამიანურს".
ადამიანი არ უნდა განვსაჯოთ ჩაცმულობით!
ჩვენ ყოველთვის მათ სულებში უნდა ჩავიხედოთ და არა ჯიბეებში !!!
getanxmebi... xshiria msgavsi shemtxvevebi da sazogadoebashi sachiroa meti saqmis arseboba rata bavshvebi aseti uintereso da arafrismomcemi saqmit(tansacmlis yidvit da shemdeg amit siamayit) ar iyvnen dakavebuli...
ReplyDelete