,,როცა ბედი ლიმონს გარგუნებთ, შეეცადეთ, მისგან ლიმონათი გააკეთოთ!!!"

Sunday, April 24, 2016

მეც ადამიანი ვარ!!!

 
    გამარჯობა! მე უცნობი ვარ! ხო, მართლა... მართლა... მე არ ვიცი რა მქვია, რა გვარის ვარ... ისე სახელებიდან ნიკუშა მომწონს და რომ გავიზრდები ყველა ნიკუშას დამიძახებს.
      მართალია ჯერ ძალიან პატარა ვარ, მაგრამ ბევრი რამ გამოვიარე... მინდა მენატრებოდეს დედა, მაგრამ არ ვიცი რას ნიშნავს მონატრება. მე ის არასდროს მინახავს.
მინდა მიყვარდეს ვინმე, მაგრამ მაწანწალა მაქსის გარდა არავინ მემეგობრება, ასე რომ მე მხოლოდ ცხოველების სიყვარული ვიცი. მონატრებაც ვიცი ოღონდ ისევ ცხოველების... როდესაც მაქსი მაწანწალა ძაღლების თავშესაფარში წაიყვანეს, იცით როგორ ვიტირე?! ჩემს დამშვიდებას კი მხოლოდ  მტრედები ცდილობდნენ.
     ამბობენ არსებობს ადგილები სადაც ყველაფერი ძალიან ლამაზიაო, იქ არავის შივა და ცივაო, იმასაც ამბობენ რომ ჩემნაირებისთვის ეს არაა. მაგრამ მაინც ვერ ვხვდები რანაირი ვარ. მეც მათსავით მაქვს ორი ყური, ერთი ცხვირი,  ორი ფეხი და ხელი.
      იცი რა?!  ვეღარ ვხვდები კარგია თუ ცუდი ცხოვრება. როდესაც ტაძარში დასაპურებლად მივდივარ მოძღვარი  მეუბნება რომ ცხოვრება კარგია, ის ღმერთმა მაჩუქა და უნდა დავაფასო.   გზაში ერთი კეთილი კაცი შემხვდა და ასე მითხრა, მე მჯერა რომ შენ დიდი კაცი გახდებიო.
    მე მსახიობობაზე ვოცნებობ, მინდა აფიშებზე ვიყო ხოლმე, აი ისე ის კაცი რომაა, რა ქვია? უი, ხო ბრედ პიტი. იცი რატომ მინდა ცნობილი რომ ვიყო? აი, ის გოგო მიყვარს და მინდა ბევრი საჩუქარი ვუყიდო.
      მე 5 წლის ნიკუშა ვარ, მართალია ახლა ღარიბი მაგრამ  მომავალში ცნობილი პიროვნება, რომელიც შეძლებს შეცვალოს მსოფლიო უკეთესობისკენ. მე გპირდებით, რომ შევძლებ და არც ერთ ჩემნაირ მარტოხელას არ დავტოვებ ქუჩაში. 
    დამიჯერეთ, მე სამყაროს შევცვლი! 

 
          იმედი მაქვს რომ ბევრი ფიქრობს ამ ასაკით პატარა, თუმცა ბევრ დიდზე  მეტად ჩამოყალიბებული ბიჭის მსგავსად.  მე მართლა მჯერა რომ ჩვენ ერთად ბევრ რამეს შევცვლით, შევცვლით არა ჩხუბით და აყალმაყალით, არამედ გონებით, აზროვნებით და სწორი გადაწყვეტილებებით, რომლებიც არ იქნება მიკერძოებული  და გათვლილი იქნება თითოეულ მოქალაქეზე. 
   მე მჯერა რომ, უახლოეს მომავალში  არავის აღარ ექნება ოცნებად გადაქცეული ისეთ ადგილას ცხოვრება სადაც არ შეცივდება და არ მოშივდება. 

No comments:

Post a Comment